Patient Stories & News

ძუძუს კიბო ქრონიკული დაავადება ხდება

ასოც. პროფ. ფატიჰ აღალარი აღნიშნავს რომ ძუძუს კიბოს უკვე მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარე ქრონიკული დაავადების მსგავსად ახლო კონტოლი შესაძლებელია და აცხადებს: „როგორც ქალებში, რომელთაც სკრინინგის საშუალებით კიბო ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინეს და მკურნალობა იქნა უზრუნველყოფილი, ასევე ქალებში, რომელთა კიბოც ხვადასხვა სტადიებზე იქნა აღმოჩენილი და ძუძუს კიბოთი ცხოვრობდნენ, რიცხვი დღითიდღე იზრდება“.

იედითეფეს უნივერსიტეტის ქოშუიოლუს საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის სპეციალისტი, ასოც. პროფ. ფატიჰ აღალარი აცხადებს რომ სტატისტიკების მიხედვით დღესდღეობით ყველა 8 ქალიდან ერთს ძუძუს კიბო აქვს, მაგრამ მკურნალობიდან მიღებული წარმატებული შედეგები ღიმილს გვგვრის და აღნიშნავს: „არ აქვს მნიშვნელობა რომელ სტადიაზეა, ძუძუს კიბოს დროს მკურნალობითა და კონტროლებით მრავალი წლების განმავლობაში ჯანმრთელად ცხოვრება შესაძლებელია. მაგრამ ამ დროს კიბოს მკურნალობიდან დაწყებული სწორი მართვა დგება დღის წესრიგში. როგორც კიბოს სტრუქტურის, ასევე მედიკამენტების მოხმარებისა და გვერდითი მოვლენების საკითხში მიღებული ინფორმაციით უფრო სწორი მიმართულებით მოქმდებით კიბოს დამარცხება შესაძლებელია“.

 „საჭიროა შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება“

ასოც. პროფ. ფატიჰ აღალარი აღნიშნავს რომ, როგორც ქალებში, რომელთაც სკრინინგის საშუალებით კიბო ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინეს და მკურნალობა იქნა უზრუნველყოფილი, ასევე ქალებში, რომელთა კიბოც ხვადასხვა სტადიებზე იქნა აღმოჩენილი და ძუძუს კიბოთი ცხოვრობდნენ, რიცხვი დღითიდღე იზრდება და აცხადებს: „ამ დროს კიბოს ქრონიკული დაავადების სახით მკურნალობის საჭიროება წარმოიშობა. ჩვენთან ასე ახლოს მყოფი დაავადების საწინააღმდეგოდ სტრატეგიის შემუშავება არის საჭირო.  რადგანაც გარემო ფაქტორების მოშორება არ შეგვიძლია, ამ მდგომარეობაში იძულებული ვართ კიბოსთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ. უნდა მივიღოთ რომ კიბო ქრონიკული დაავადებაა და ამ მიმართულებით რუკის შედგენა, სტრატეგიის განსაზღვრა არის საჭირო. ამ გზით, მაშინ როდესაც სრულად გამოჯანმრთელებას ვერ ვუზრუნველყოფთ, დიაბეტის, რევმატიზმის დაავადებების მსგავსად მრავალი წლის განმავლობაში მასთან ერთად ცხოვრების შესაძლებლობის მქონე დაავადებად გადაქცევა შესაძლებელია.“