Patient Stories & News

ხმის დაავადებები

ხმა არის კომუნიკაციის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება და ვინაიდან იგი თითის ანაბეჭდების მსგავსად განუმეორებელია, არც ერთი ადამიანის ხმა სხვის ხმას არ ჰგავს. ამასთან, ჩვენს ხმაზე დროდადრო ემოციებიდან დაწყებული ფიზიკური გარემოთი, თამბაქოს მოწევიდან დაწყებული ძილის რეჟიმით დამთავრებული, მრავალმა ფაქტორმა შეიძლება იქონიოს გავლენა. ეს კი მოკლევადიანი ხმის დაკარგვებით ვლინდება. ხმის დაკარგვა, რომელიც საშუალოდ 10-15 დღეს აღემატება, უნდა გაკონტროლდეს. როდესაც ჯანსაღი და კარგად ფუნქციონირებადი ხმოვანი იოგები გარე ფაქტორების გამო ზიანდებიან, საშუალოდ ორ-სამ დღეში შეუძლიათ მათ აღდგენა. ხმის დაკარგვა გრიპისა და ზედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების შემდეგაც თუ გრძელდება და ერთ კვირას აღემატება, ძალიან მნიშვნელოვანია რომ სპეციალისტს მიმართოთ.

ხმის იოგებში წარმოსაშობი დაავადებები შესაძლებელია იყოს როგორც მარტივი და თვითგანკურნებადი, ასევე სერიოზული და მკურნალობისთვის დიდი ოპერაციების საჭიროების მქონე დაავადებები. სერიოზულ დაავადებებში პირველ ადგილას არის კიბოს წინა დაზიანებები. ხმის იოგებზე არსებული ეს დაზიანებები რადგანაც რხევებს არღვევს, თითქმის შეუძლებელია მარტივი ანდა სერიოზული ხმის დაავადებების ჩივილების ერთმანეთისაგან განსხვავება.

 

სინუსიტი, ალერგიული რინიტი ან ყელის ალერგიული ინფექციები და რეფლუქსი ხმის იოგებზე ზეგავლენას ახდენენ. ეს დაავადებები შეიძლება თანდაყოლილიც იყოს; ხმის იოგების არასრული მუშაობა ან მიწებება, მასზედ ჭრილობის ან ნაპრალის არსებობა და სხვა არის ჩამოთვლილი.

 

ხმის დაკარგვის მკურნალობა დაავადებების მიხედვით სხვადასხვანაირია. კიბოს გარდა ყველა დაავადების დროს ხმის იოგების გარშემო არსებული ქსოვილების ჯანმრთელობა არის უზრუნველყოფილი. ალერგიის, რეფლუქსის, ნაზალური გამონადენის და მსგავსი მდგომარეობების დროს მედიკამენტოზური მკურნალობა გამოიყენება. თუ არსებობს დაზიანება, რაც გავლენას ახდენს ხმის იოგებზე, განსაკუთრებით კიბოზე თუ არსებობს ეჭვი, ხმის იოგებიდან ნიმუშის სახით ნაწილს იღებენ, შემდეგ კი მოცილებული დაზიანების პათოლოგიური შესწავლა ხდება.

 

ხმის არასწორად გამოყენებისას ხმოვანი თერაპია გამოიყენება. ამ გზით ხმის იოგებში და ყელში არსებული კუნთების სწორი გამოყენების, ტვირთის მიმართ ძალის, გამძლეობის გაზრდის, მასზე არსებული ქსოვილების ჯანმრთელ მდგომარეობაში მოსვლის უზრუნველყოფა ხდება. ენისა და საუბრის თერაპიის სპეციელისტი თერაპევტების მხრიდან განხორციელებული ამ ვარჯიშების კვირაში სულ მცირე ერთი-ორჯერ განხორციელება არის საჭირო. სეანსებზე, რომლებიც დაახლოებით 45-50 წუთი გრძელდება, პაციენტი თერპევტთან პირისპირ მუშაობს.

 

ყველას, ვისაც სურს რომ კარგი ხმა ჰქონდეს, შეუძლია ხმის თერაპია ჩაიტაროს. საზოგადოების დაახლოებით 10-20%-ში ვხვდებით ხმის დარღვევებს. პროფესიულ ჯგუფებს თუ გადავხედავთ, ამ პრობლემას ყველაზე ხშირად მასწავლებლებში ვხვდებით და დაახლოებით 40%-ს ხმის დარღვევები აღენიშნება. ადვოკატებში და მოლებშიც ამ პრობლემის მაჩვენებლები მაღალია. ხმამაღალი მეტყველების ჩვევების გამო ბიჭ ბავშვებს უფრო ხშირად აღენიშნებათ ხმის დაქვეითება, ვიდრე გოგო ბავშვებს. გარდატეხის ასაკში ორივე სქესში ხმის ცვლილებები აღინიშნება, მაგრამ მამრობითი სქესის წარმომადგენლებში ტესტოსტერონის ზემოწმედების გამო ყელის უფრო მეტად გაზრდის, კუნთების გასქელებისა და ხმის იოგების ზომის გაზრდის შედეგად უფრო სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს. 

 

ზოგი ქირურგიული ოპერაცია ხმის იოგების დამბლას იწვევს. ხმის იოგების დამბლის მკურნალობაში ყელზე განხორციელებული ხმის ქირურგიული ჩარევა გამოიყენება. ხმის იოგების დამბლა აღენიშნებათ პიროვნებებს, რომლებსაც სხვა მიზეზების გამო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ. ფარისებრი ჯირკვლის, კისრის თიაქარის, მკერდის, ფილტვებისა და გულის ოპერაციების დროს შესაძლებელია ხმის იოგების ნერვები დაზიანდეს. ასეთი გართულებები, რომლის თავიდან აცილებაც ვერ მოხერხდება, ყოველი 100 ქირურგიული ჩარევის დროს 1-დან 5 შემთხვევაში ხდება.