Patient Stories & News

ხმის ესთეტიკა

ლამაზი ხმა არის ის, რომელიც შესაფერისია პიროვნების ფიზიკური გარეგნობისა და სტატუსისთვის და რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მეორე მხარეზე მისი კომუნიკაციის მიზნით გამოყენების დროს. აუცილებელია ადამიანს ისეთი ხმა ჰქონდეს, რომელიც არ იწვევს გენდერულ დაბნეულობას, განსაკუთრებით სატელეფონო ზარების დროს.

ხმის ესთეტიკა მოიცავს პიროვნებისთვის სასურველი და საჭირო ხმის უზრუნველყოფისთვის განხორციელებულ ოპერაციებს. ამ ოპერაციებში პიროვნების ხმის იოგების სტრუქტურის შეცვლა ხდება.

მიუხედავად იმისა რომ ეს ოპერაციები უფრი ხშირად სქესისთვის შეუსაბამო ხმის მქონე პაციენტებში ტარდება, ის ასევე შესაძელებელია ჩატარდეს პროფესიონალებში, რომელთაც სურთ თავიანთ პროფესიებში უკეთეს პერფორმანსს მიაღწიონ, ან პიროვნებებში რომელთაც ხმა ბავშვის ხმას მიუგავთ.

ხმის დაწვრილება

კისრიდან ან პირის ღრუდან განხორციელებული ქირურგიული ტექნიკა შეიძლება იქნეს გამოყენებული.

 

კისრით განხორციელებული ოპერაციების დროს 3-4 სმ-იანი მცირე ზომის ჭრილი კეთდება და ყელში ჩასვლა ხორციელდება. ამავდროულად რადგანაც ეს ნაწილი გახსნილია, მამაკაციდან ქალად სქესის შემცვლელ პირებში  ადამის ვაშლის სახელით ცნობილი ყელის წინა ნაწილში არსებული გამოწეული ადგილის გასწორებაც ხორციელდება და პიროვნების ყელი ქალის ყელს ემსგავსება.

 

წვრილი ხმისა და ბოხი ხმის განსაზღვრა ხდება ხმის სიხშირის გაზომვით.

 

როდესაც ხმის სიხშირე 180 ჰერცს აჭარბებს, ხმა ქალის ხმის მსგავსია.

 

ხმის იოგების ზომის, სისქისა დ დაჭიმულობის შეცვლით სასურველი სიხშირის მიღება ხდება. ხმის იოგების მოცულობის შემცირებით ან დაჭიმულობის გაზრდით ქალის ხმის მსგავსი ხმის მიღება შესაძლებელია. ქორურგიული არჩევანი პიროვნების საჭიროებისა და ანატომიის მიხედვით სხვადასხვა გახლავთ. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში ერთზე მეტი ჩარევის გამოყენება შეიძლება გახდეს საჭირო.

ხმის დაბოხება

ხმოვანი თერაპია შეიძლება გამოყენებულ იქნას მუტაციური ფალსეტოს დაავადების დროს, რაც იწვევს მამაკაცებში სქესობრივი მომწიფების შემდეგ ხმის გაბოხების დარღვევის გამო მკვეთრ და წვრილ ხმას, რაც პაციენტისთვის ხმის ოპერაციის გარეშე დაბოხების მიღწევას უზრუნველყოფს. მაგრამ ისეთ შემთხვევებში როდესაც სიჯიუტის გამო თერაპიით გამოსწორება შეუძლებელია, ქირურგიული ოპერაცია გამოიყენება.

 

გარდა ამისა, გარეგნობასა და სქესთან შეუსაბამო წვრილი ხმის მქონე პაციენტებში კი ხმის გამაბოხებელი ოპერაცია ტარდება.

 

ოპერაციის დროს პციენტის ხმის მოსმენა ხდება და შესაბამის სიმაღლეს რომ მიაღწევს ოპერაცია სრულდება. ოპერაციის დროს პაციენტს შეუძლია მოისმინოს თუ რა სიმაღლეს მიაღწევს მისი ხმა. ოპერაციის განმავლობაში შეუძლია ქორურგს ესაუბროს.

 

პაციენტის იმავე დღეს გაწერა ხდება, ტკივილებს ვერ გრძნობს. ცოტახნიანი ხმის დასვენების შემდგომ ახალი ხმის გამოყენება შეუძლია. ნამდვილ ხმას ფორმაში ჩადგომისთვის რამოდენიმე თვე სჭირდება.