Patient Stories & News

ყლაპვის დარღვევები

ყლაპვის დარღვევები (დისფაგია) მოიცავს საკვების პირის ღრუდან კუჭში გადასვლისას წარმოშობილ პრობლემებს. ეს პრობლემები ულუფის კუჭში გადასვლისას დაგვიანების, დაბრკოლებისა და სხვა გზით მოძრაობითა და სასუნთქ გზებში მოხვედრის ფორმით ხდება. თუ საკვები ხმის იოგების დონემდე ჩავა, მას “პენეტრაცია”, ხოლო თუ ხმის იოგების ქვეშ გადავა “ასპირაცია” ეწოდება. ასპირაციის დროს საკვები ფილტვებში ხვდება და ძალიან საშიში მდგომარეობა იქმნება, რამაც შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. ყველას შეიძლება დროდადრო საკვები გადაეყლაპოს, მაგრამ ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია რეფლექსურად დაახველოს და ყელი სასუნთქ სისტემაში მოხვედრილი საკვებისგან გაწმინდოს. ამასთან, შემცირებული რეფლექსების მქონე ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ისინი ასპირაციას ახდენენ. ამ სიტუაციამ შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს სერიოზული და ფატალური შედეგებიც კი. ყლაპვის დარღვევა შეიძლება ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში ნერვული (ნეიროგენული), მექანიკური, ფსიქოლოგიური მიზეზებისა და კუნთების დაავადებების (მიოგენური) გამო წარმოიშვას.

როგორ ვყლაპავთ?

ყლაპვის ფუნქციას ოთხი ეტაპი აქვს:

  1. პირველი ეტაპი არის საკვებისა და სასმელის ღეჭვის, ნერწყვთან შერევისა და გადასაყლაპად მზა მდგომარეობაში მოყვანის პერიოდი.
  2. პირის ღრუს ეტაპის განმავლობაში წარმოქმნილი საკვების ულუფის პირის ღრუს უკანა ნაწილში გადატანით ყლაპვის პროცესის დაწყების მეორე პერიოდი მიმდინარეობს.
  3. ყლაპვის ფაზაში საჭმლისა და სასმელის ზედა საყლაპავი მილის სარქველისკენ გადატანა ხდება. ამ სარქველის გახსნისას საკვები დაუყოვნებლივ ყელიდან საყლაპავ მილში გადადის.
  4. საყლაპავი მილის ფაზაში, რომელიც ბოლო ფაზას წარმოადგენს, საკვები და სასმელი საყლაპავი მილიდან კუჭში გადადის. მაშინ როდესაც პირველ და მეორე ფაზები ნებაყოფლობითი კონტროლის ქვეშ არის, მესამე და მეოთხე ფაზები რეფლექსურად ხორციელდება.

 

რა არის ყლაპვის გაძნელების სიმპტომები?

  • ღეჭვისა და ყლაპვისათვის დიდი ენერგიისა და ხანგრძლივი დროის დახარჯვა
  • ჭამა-სმის დროს ანდა შემდგომ ხველა, ღებინება
  • ჭამა-სმის დროს ანდა შემდგომ სველი, ხრიალა ხმა
  • საკვების პირის ღრუდან გარეთ გადმოსვლა, დაქცევა ანდა პირის ღრუში დაგროვება
  • საკვების მიღების შემდგომ სუნთქვის გართულება ანდა პნევმონიის განვითარება
  • წონის დაკარგვის ანდა დეჰიდრატაციის განვითარება

 

რა არის ყლაპვის დაავადებების გამომწვევი მიზეზები?

ყლაპვის დაავადებების გამომწვევ მიზეზებად შეგვიძლია ჩავთვალოთ შეუსაბამო ხელოვნური კბილები, არასრული რაოდენობის კბილები, ნერწყვის შემცირებული რაოდენობა, საყლაპავი მილის დასაწყისში ანდა კუჭთან არსებული სარქველის პრობლემები, დამბლა, პროგრესული ნევროლოგიური დაავადება (პარკინსონი, გაფანტული სკლეროზი, ცერებრალური დამბლა, ალცჰეიმერი, დემენცია), ტრაქეოსტომიის მილის არსებობა, უმოძრაო ხმის იოგები, პირისღრუს, ყელის ანდა საყლაპავი მილების კიბო, ასევე თავისა და კისერის მიდამოში ჩატარებული ქორურგიული ჩარევები, სხივური თერაპია ანდა ქიმიო თერაპია.

 

 

 

ვინ აფასებს ყლაპვის დაავადებებს და როგორ ხორციელდება მკურნალობა?

ყლაპვის დარღვევების მკურნალობაში ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტი, ნევროლოგი და ენისა და საუბრის თერაპევტები ერთი გუნდის სახით იღებენ მონაწილეობას.

  • ყლაპვაზე პასუხისმგებელი კუნთების გაძლიერებისა და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფისთვის პოზიციების შერჩევა ხდება და ამ პოზიციებში ვარჯიშები ტარდება. ამ მკურნალობას პოზიციური ყლაპვის მკურნალობა ეწოდება.
  • ნერვების სტიმულირებისთვის, რომლებსაც ყლაპვის რეფლექსიის გააქტიურება შეუძლიათ, სენსორული სტიმულაციის ტექნიკა და მორგებული ვარჯიშები ტარდება.
  • პაციენტმა ასპირაციის გარეშე თავისუფლად რომ გადაყლაპოს, დიეტის მოდიფიცირება ხდება, რომლის დროსაც საკვების ისეთი კონსისტენცია განისაზღვრება, რომელიც პაციენტს ასპირაციას არ განუვითარებს.