Patient Stories & News

ბავშვთა ნეფროლოგია

ბავშვთა ნეფროლოგიის პოლიკლინიკაში ხორციელდება ბავშვთა ასაკად განსაზღვრულ 0-18 წლამდე პერიოდში საშარდე სისტემად წოდებულ   თირკმელებში, საშარდე გზებში, შარდის ბუშტსა და შარდსადინარში წარმოსაშობი ყველა სახის პრობლემის მკურნალობა. ამ სისტემაში წარმოქმნილი თანდაყოლილი ან შეძენილი პრობლემების სწორი დიაგნოზი და მკურნალობა უაღრესად მნიშვნელოვანია.

ამიტომ, როდესაც ბავშვებში აღინიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა შეშუპება ხელებში, ფეხებში და თვალების ქვედა ნაწილებში, შარდვის გაძნელება, შარდვის დარღვევა, შარდში სისხლდენა ან ტკივილი შარდვის დროს, დაუყოვნებლივ პედიატრ ნეფროლოგისთვის მიმართვა არის საჭირო. 

იედითეფეს საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ბავშვთა ნეფროლოგიის პოლიკლინიკაში ბავშვთა ასაკში გამოვლენილი თირკმლისა და საშარდე გზების დაავადებების მკურნალობა მულტიდისციპლინური მიდგომაბით ხორციელდება. დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ყველა ეტაპზე ოჯახებისთვის დახმარების გაწევა ხდება.

ზოგიერთი დაავადება, რომელთა მკურნალობაც ხორციელდება ბავშვთა ნეფროლოგიის პოლიკლინიკაში:

  • თირკმლის მწვავე უკმარისობა ბავშვებში
  • ანტენატალური ჰიდრონეფროზი
  • თირკმლის სხვა დაავადებები ბავშვებში
  • თირკმლის გადანერგვა ბავშვებში
  • დიალიზი ბავშვებში
  • ენურეზი (შარდის შეუკავებლობა)
  • საშარდე გზების ინფექციები ბავშვებში
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობა ბავშვებში
  • კენჭოვანი დაავადებები ბავშვებში
  • საშარდე სისტემის ანომალიები ბავშვებში
  • საშარდე სისტემის ანომალიები
  • ვეზიკურურეთრული რეფლუქსი

ბავშვთა ალერგია

უახლესი ტექნოლოგიებით ხორციელდება 0-18 ასაკის ბავშვების ყველა ალერგიული დაავადებების  დიაგნოსტირება და მკურნალობა. კვლევები, რომლებიც განყოფილებაში ხორციელდება: კანის ალერგიის ტესტები, სისხლის ალერგიის ტესტები, სუნთქვის ფუნქციის ტესტები, ალერგენების მაპროვოცირებელი ტესტები, საკვების ტესტები, საანესთეზიო მედიკამენტების ტესტები.

ასთმის, ალერგიული ბრონქიტის, ალერგიული რინიტის (თივის ცხელება), ატოპიური დერმატიტის (ეგზემა), ჭინჭრის ციებას, საკვებისმიერი ალერგიის, მედიკამენტოზური ალერგიის (საანესთეზიო ნივთიერებების მიმართ ალერგია), ქრონიკული ხველის, შიშინა-ხიხინა ბავშვის, სასუნთქი გზების ხშირად განმეორებადი ინფექციების, კანის ალერგიული გამონაყარების მსგავსი დაავადებების დიაგნოსტირება და ალერგიის ვაქცინის მსგავსი მეთოდებით მკურნალობა ხორციელდება.

ბავშვთა რევმატოლოგია

ბავშვთა ასაკში გამოვლენილი რევმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა ბავშვთა რევმატოლოგიის პოლიკლინიკებში ტარდება.

ბავშვთა რევმატიული დაავადებების, მათ შორის მულტისისტემური დაავადებები, რომელთაც ახასიათებთ ძვალ-კუნთოვანი სისტემის (სახსრები და კუნთები), სისხლძარღვების, კანის მწვავე და ქრონიკულა ანთება, მასშტაბიც საკმაოდ ფართოა. ამ მიზეზით, ეს არის ბავშვთა პოლიკლინიკებში მიმართვის 5 ძირითად მიზეზთა შორის ერთერთი. 

ზრდასრულ ასაკში რევმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობასთან შედარებით ბავშვთა ასაკში რევმატოლოგიური დაავადებებისადმი მიდგომა განსხვავებულია. წარმოშობილი დაავადებების უმეტესობაში,  კუნთებისა და სახსრების მაჩვენებლებთან ერთად ზოგიერთი სისტემური პრობლემებიც წარმოიშობა. ამიტომ ბავშვთა რევმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა საჭიროებს მულტიდისციპლინარულ მიდგომას.

ბავშვთა ენდოკრინოლოგია

იედითეფეს საუნივერსიტეტო  საავადმყოფოებში მკურნალობა ბავშვთა ჯანმრთელობისა და დაავადებების საკითხში სპეციალიზირებული ბავშვთა რევმატოლოგების, ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის სპეციალისტების, ოფთალმოლოგების, ორთოპედისტების, სოციალური მუშაკებისა და ექთნების გუნდის მიერ ხორციელდება.

ზოგიერთი დაავადება, რომელთა მკურნალობაც ხორციელდება ბავშვთა რევმატოლოგიის პოლიკლინიკაში:

  • ზრდის ტკივილები,
  • დაუდგენელი მიზეზის მქონე და მორეციდივე ცხელება,
  • ზრდის ტკივილები,
  • არასრულწლოვანთა იდიოპათიური ართრიტი
  • არასრულწლოვანთა სკლეროდერმა,
  • ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება,
  • სახსრების მწვავე რევმატიზმები,
  • სახსრების ქრონიკული რევმატიზმები,
  • ბეჰჩეთის დაავადება,
  • კავასაკის დაავადება,
  • შონლეინ-ჰენოხის პურპურა,
  • ვეგენერის გრანულომატოზი,
  • სხვა ავტომატურანთებითი დაავადებები,
  • სხვა რევმატოლოგიური დაავადებები,

ახალშობილობის პერიოდიდან 18 წლამდე ახალშობილთა, ბავშვთა და მოზარდთა პრობლემების დიაგნოსტირება და მკურნალობა ბავშვთა ენდოკრინოლოგიური კლინიკის მიერ ხორციელდება. 

ძირითადი დაავადებები, რომელთა მკურნალობაც ხორციელდება ბავშვთა ენდოკრინოლოგიურ პოლიკლინიკაში:

  • ზრდა-განვითარების შეფერხებები,
  • დაბალი სიმაღლე,
  • დაგვიანებული სქესობრივი მომწიფება, ნაადრევი სქესობრივი მომწიფება,
  • დიაბეტი
  • სიმსუქნე
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ჩიყვი-ჰიპოთირეოზი-ჰიპერთირეოზი)
  • თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები (თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, კუშინგის სინდრომი)
  • ჭარბთმიანობა (ჰირსუტიზმი)
  • მენსტრუაციის დარღვევები,
  • ტურნერის სინდრომი,
  • კალციულისა და ძვლის მეტაბოლიზმის დარღვევები,
  • ჰიპოფიზის ჯირკვლის დარღვევები,
  • ჰიპოგლიკემია
  • სქესობრივი განვითარების დარღვევები, მიკროპენისი, არ ჩამოსული სათესლე ჯირკვალი, სასქესო ორგანოების საეჭვო სტრუქტურები