Patient Stories & News

ენდოსკოპიური ფუნდოპლიკაცია 2010 წლიდან ხორციელდება მსოფლიოში.

პირველი ადამიანი ვინც ეს მეთოდი თურქეთში გამოიყენა იყო იედითეფეს უნივერსიტეტის ქოშუიოლუს საავადმყოფოს შინაგან სნეულებათა და გასტროენტეროლოგიის სპეციალისტი ასოც. პროფ. ჯენგიზ პატა. იედითეფეს უნივერსიტეტის ქოშუიოლუს საავადმყოფოს შინაგან სნეულებათა და გასტროენტეროლოგიის სპეციალისტი ასოც. პროფ. ჯენგიზ პატა აღნიშნავს რომ 45 წუთიდან 1 საათამდე ხანგრძლივობის ენდოსკოპიური ოპერაციის შემდგომ პაციენტები ჯანმრთელობას იბრუნებენ და აცხადებს: „ეს არის სამუდამო მკურნალობის მეთოდი და წარმატების დიაპაზონი 90%-მდეა. მკურნალობის ამ მეთოდით შეგვეძლება რეფლუქსიის პრობლემის სრული აღმოფხვრა“.

მსოფლიოში ხშირად გამოიყენება

ასოც. პროფ. ჯენგიზ პატა აცხადებს რომ ენდოსკოპიური ფუნდოპლიკაციის მკურნალობა ბოლო წლებში მსოფლიოში ხშირად გამოიყენება და შემდეგ გამოთქმებს იშველიებს: „რეფლუქსიის დაავადება არის დაავადება რომელსაც ხშირად ვხვდებით და საზოგადოების დაახლოებით 25%-ს აწუხებს ეს დაავადება. ჩვენ არ გვაქვს რაიმე შესაძლებლობა რომ ეს ქრონიკული დაავადება მედიკამენტებით განვკურნოთ. გადამწყვეტი მკურნალობის სახით ან ოპერაცია ან კიდე ბოლო წლებში ენდოსკოპიური ფუნდიპლიკაციით ცნობილი რამოდენიმე ენდორკოპიური ანტი რფლუქიის მკურნალობის მეთოდების გამოყენება წარმოგვიდგება. სინამდვილეში მათგან ერთერთი არის მკურნალობის მეთოდი, რომლის დროსაც საყლაპავი მილის ქვედა წვერზე მაღალი ხარისხით ელექტრო დინებას ვაძლევთ. ამ მეთოდს წლების განმავლობაში ვიყენებდით. უამრავ პაციენტში მივიღეთ წარმატებული შედეგები. მაგრამ რათქმაუნდა მედიცინა მუდმივად ვითარდება და ახალი მკურნალობის მეთოდები გამოდის დღის სინათლეზე. ერთერთი მათგანი გახლავთ ენდოსკოპიური ანტი რეფლუქსიური მკურნალობა. უფრო მეტიც, ეს მეთოდი დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე ხშირად გამოყენებად მეთოდებს შორის არის“.

რეფლუქსიის პრობლემას გადავწყვეტთ

ასოც. პროფ. ჯენგიზ პატა ამბობს რომ პაციენტს ზოგად ანესთეზიას აძლევენ და მისი იმავე დღეს გაწერა ხდება. იგი ასევე გვაწვდის შემდეგ ინფორმაციებს:

„პაციენტს სრულიად ვაძინებთ და ქირურგი მეგობრები გარედან საყლაპავ მილზე მოჭერით ავიწროებენ. ჩვენ კი ენდოსკოპით შიგნიდან საყლაპავ მილზე სტეპლერის სახელით ცნობილი მოწყობილობით ნაკერებს ვადებთ და განიერი ადგილის შევიწროების ტექნიკას ვიყენებთ. რადგანაც მუცელზე ჭრილობის მქონე ოპერაცია არ ტარდება, პაციენტის იმავე დღეს გაწერას ვახდენთ. წარსულში გამოყენებული ენდოსკოპიური ლაზერის მეთოდის წარმატება 50-60% თუ იყო, ამ მეთოდის წარმატების მაჩვენებელი 80-90%-ია. დღევანდლამდე ორ პაციენტზე გამოვიყენეთ და შედეგები ძალიან წარმატებულია. პაციენტები მაშინვე გავწერეთ. ვფიქრობ რომ რეფლუქსიის პრობლემის ამგვარად ოგვარებას შევძლებთ“.

ყველა რეფლუქიის დროს ამ მკურნალობის გამოყენება შეგვიძლია თუ არა?

ასოც. პროფ. ჯენგიზ პატა ხაზს უსვამს რომ მკურნალობა სამუდამოა და აცხადებს: „მკურნალობა წარმოადგენს ისეთ მკურნალობას რომელიც უფრო გამძლე, ხანგრძლივ ვადიან და წარმატებულ შედეგებს მოგვცემს. ვფიქრობ რომ მომავალში უფრო ხშირად შევაჩერებთ არჩევანს მასზე. ყველა რეფლიქსიის დროს არ ვამბობთ „მოდით გიმკურნალოთ“. უამრავი სიმპტომია რომელიც შეიძლება რეფლუქსიაში არეულ იქნეს, ამიტომაც საჭიროა ზუსტი დიაგნოზის დასმა. ამისთვის სწორი გასტრისკოპია, სწორი PH მეტრიის ტესტი და საჭირო თუ გახდება მანომეტრიის ტესტი უნდა ჩატარდეს. ამ ყველაფრის შემდგომ რეფლუქსიის დიაგნოზი თუ დაისმება რიგში დგება სწორი მკურნალობის მეთოდის შერჩევა. პირველ რიგში პაიენტის სწორი შერჩევა და შემდგომ მკურნალობის მეთოდის სწორი შერჩევა უნდა განვახორციელოთ“.

45 წუთიანი ჩარევა

ასოც. პროფ. ჯენგიზ პატა აცხადებს რომ ჩარევა პაციენტის მხრივ ძალიან მარტივია და შემდეგ გამოთქმებს იშველიებს: „პაციენტი, თითქოს ენდოსკოპიაზე იყოს მოსული, პირველ რიგში მედიკამნეტს ვაძლევთ და ვაძინებთ. ჩარევის განხრციელებისას ნორმალური გასტროსკოპიისგან განსხვავებით ცოტა უფრო განოერი მოწყობილობით ყელიდან შევდივართ. ზოგადი ანესთეზიის ქვშ 45 წუთიდან ერთ საათამდე ხანგრძლივობის დროში ვახორცციელებთ ჩარევას. ჩარევის შემდგომ 4-დან 6 საათამდე ხანგრძლივობით პაიენტზე დაკვირვება მიმდინარეობს. ყველაფერი რიგზე თ იქნება პაციენტის გაწერა ხდება. იმ დღეს პაციენტს შესაძლებელია ცოტა ყელის ტკივილი ჰქონდეს“.

რა არის რეფლუქსიის გამომწვევი მიზეზები?

ასოც. პროფ. ჯენგიზ პატა მოგვითხრობს რომ გასტროეზოფაგიური რეფლუქსიის დაავადება ეპიდემიის მსგავსად ვრცელდება და გვაცნობებს: „საზოგადოებაში 4 პიროვნებიდან ერთს აქვს ეს დაავადება. ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. რატომ მოიმატა ამ დაავადების სიხშირემ? რათქმაუნდა დაზუსტებით საუბრისთვის ფართო მასშტაბის ეპიდემიოლოგიური კვლევის ჩატარება არის საჭირო. მაგრამ, სიმსუქნე სერიოზული პრობლემაა და მუდმივად წონაში ვიმატებთ. ევროპას რომ შევხედავთ, თურქეთი სიმსუქნის მხრივ თითქმის პირველ ადგილზეა. სიმსუქნე რეფლუქსიაზე პირველი ხარისხით ახდენს ზემოქმედებას. მოძრაობისა და სპორტისთვის დროს არ გამოვყოფთ. უფრო მეტიც, კვებითი ჩვევები შეიცვალა, კლასიკური წვნიანი საჭმელების მაგივრად fastfood-ის სახელწოდებით ცნობილ საკვებს მივირთმევთ. ვიცით რომ ესენი რეფლუქსიის მატებას იწვევს. ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება არის ხშირშირად და პატარა ულუფებით კვება. წყალის დალევასაც კი უნდა მიაქციოთ ყურადღება. მნიშვნელოვანია რომ საღამოს მსუბუქი საკვები მიირთვათ. დაძინებამდე ორი საათით ადრე საკვების მიღება შეწყვიტეთ. ცოტა მაღალ ბალიშზე ძილი პაციენტებს კომფრტს შეუქმნის.