Patient Stories & News

მსხვილი ნაწლავის ვიდეო კაფსულიანი კოლონოსკოპია (PC 2) თურქეთში პირველად იედითეფეში...

რა არის ვიდეო კაფსულიანი კოლონოსკოპია, რომელიც თურქეთში პირველად იედითეფეს უნივერსიტეტის ქოშუიოლუს საავადმყოფოს შინაგან სნეულებათა და გასტროენტეროლოგიის სპეციალისტი ასოც. პროფ. ჯენგიზ პატა-ს მხრიდან იედითეფეს საუნივერსიტეტო კლინიკაში იქნა გამოყენებული?

ასოც. პროფ. პატა აცხადებს რომ ახალი თაობის ვიდეო კაფსულიანი კოლონოსკოპიის შედეგები საკმაოდ წარმატებულია და აღნიშნავს: „აღნიშნულ კაფსულებს დაავადებული ქსოვილების 90% ოდენობით ამოცნობა შეუძლათ“.

დღესდღეობით, სიკვდილის გამომწვევ კიბოთა შორის მეორე ადგილზე მყოფი მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოსტირებისას გამოყენებული ყველაზე გავრცელებული მეთოდის, კოლონოსკოპიის ალტერნატივად თურქეთში პირველად იედითეფეს საუნივერსიტეტო საავადმყოფოს გასტროენტეროლოგიის კლინიკაში იქნა გამოყენებული ვიდეო კაფსულიანი კოლონოსკოპია. ასოც. პროფ. ჯენგიზ პატა გვაწვდის ინფორმაციას პირველად 2000 წელს წვრილი ნაწლავის დაავადებების დროს გამოყენება დაწყებული და ამჟამად მსხვილი ნაწლავის დაავადებების დროსაც გამოყენებადი ვიდეო კაფსულიანი ენდოსკოპიის მეთოდის შესახებ და პროცესს ასე აღწერს: 

„ვიდეო კაფსულიანი ენდოსკოპიის დროს პაციენტი ყლაპავს კაფსულას რომელშიც ვიდეო კამერა არის მოთავსებული. გადაყლაპული კაფსულის მახასიათებლის მიხედვით წვრილი ნაწლავის ანდა მსხვილი ნაწლავის გაშუქება არის შესაძლებელი. პაციენტს ამავდროულად წელის ჩანთასთან ერთად მოწყობილობა გადაეცემათ, გადაყლაპული კაფსულა ათასობით ფოტოსურათს იღებს და მოწყობილობას უგზავნის, რომლის შემოწმებაც ჩვენ, ექიმებს შეგვიძლია. შემდეგ კი კაფსული განავალთან ერთად გამოყოფა ხდება.“

ახალი თაობის კაფსულები წინა თაობის კაფსულებთან შედარებით უფრო წარმატებულები არიან

ასოც. პროფ. ჯენგიზ პატა აღნიშნავს რომ მიუხედავად იმისა რომ წვრილი ნაწლავის დაავადებების დროს ენდოსკოპიური ჩარევის მაგივრად პირველ არჩევანს ყოველთვის ვიდეო კაფსულიან ენდოსკოპიაზე აჩერებენ, მსხვილი ნაწლავის კაფსულებს კი გასულ წლებში არც ისე დადებითად უყურებდნენ და ყურადღებას ამახვილებს რომ 1-ლი თაობის მსხვილი ნაწლავის ვიდეო კაფსულიანი კოლონოსკოპიის ტექნოლოგიური არასრულყოფილების გამო დიაგნოზის მაჩვენებელი სრული არ იყო, აქედან გამომდინარე კლინიკურ გამოყენებაში არჩევანს მასზე არ აჩერებდნენ.

ასოც. პროფ. პატა ამბობს რომ ახალი თაობის კაფსულებში წარმატების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იქნა გაზრდილი:

„მეორე თაობის ვიდეო კაფსულიანი კოლონოსკოპიის შედეგები საკმაოდ წარმატებულია, რომლის გამოყენებაც იედითეფეს საუნივერსიტეტო საავადმყოფოში 2011 წლის პირველ თვეებში იქნა დაწყებული. აღნიშნულ კაფსულებს დაავადებული ქსოვილების 90% ოდენობით ამოცნობა შეუძლათ. წინ და უკან მდებარე განიერ კუთხიანი ამერის სისტემის საშუალებით, როგორც წესი სფეროს მსგავსად გადაღების განხორციელება შესაძლებელია, ერთდროულად ჩამწერ მოწყობილობაში კაფსულის მდებარეობის ადგილის დანახვა, შემჩნეული სხვაგვარი ქსოვილის ზომების გაზომვა და მათი მსგავსი სიახლეები ის საიდუმლოებები არიან, რომლებიც ამ კამერის წარმატებას უზრუნველყიფენ.“

ასოც. პროფ. პატა ხაზს უსვამს რომ კაფსულები ჯერ კიდევ კოლონოსკოპიის მსგავსად წარმატებულები არ არიან და რაც მთავარია ბიოფსიის აღების, პოლიპის ამოკვეთის მსგავსი ქმედებების კაფსულებით განხორციელება ვერ ხერხდება და აცხადებს: „ამასთან, უკვე ოცნება არ არის ის, რომ კაფსულებმა, რომელთა გამოყენებაც მარტივია და დიაგნოზის დასმაც მაღალი მაჩვენებლებით შეიძლება, დროთა განმავლობაში სკრინინგის მიზნით გამოყენებადი კოლონოსკოპიები ჩაანაცვლონ.“ ასევე ამატებს:

„ჩვენს კლინიკას, რომელიც ადრე ჩვენს ქვეყანაში მრავალი პრაქტიკის პიონერი იყო, ამ მხრივ ლიდერობა მიზნად აქვს დასახული. მომავალ წლებში ბიოფსიის აღებისა და მისი გარედან მართვის შესაძლებლობის მქონე კაფსულების განვითარებით, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ კოლონოსკოპიის პროცედურა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება იქნეს გამოყენებული.“