Patient Stories & News

რომელ დაავადებებს კურნავს ღეროვანი უჯრედების გადანერგვა?

იედითეფეს საუნივერსიტეტო საავადმყოფოს შინაგან სნეულებათა და ჰემატოლოგიის სპეციალისტი, ასოც. პროფ. ჰასან ათილლა ოზქანი აცხადებს რომ ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შეთავაზება ხდება ლეიკემიის, ლიმფომის, მრავლობითი მიელომის, ძვლის ტვინის უკმარისობის მსგავსი დაავადებების დროს, რომლებიც მკურნალობას არ პასუხობენ. იგი ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით გვაცნობებს:

ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ანდა საზოგადოებაში ცნობილი როგორც „ძვლის ტვინის გადანერგვა“ გამოიყენება სისხლისა და სხვა ორგანოების სიმსივნეებისა და სხვადასხვა დაავადებების  მკურნალობაში, რომელიც ხორციელდება განვითარებული ტექნოლოგიების საშუალებით ძვლის ტვინიდან, მიმოქცევაში არსებული სისხლიდან ან ჭიპლარიდან მიღებული ღეროვანი უჯრედების გადანერგვით.

რა არის სისხლის ღეროვანი უჯრედი?

ასოც. პროფ. ჰასან ათილლა ოზქანი აცხადებს რომ სისხლის ღეროვანი უჯრედები არის უჯრედები, რომელიც გვხვდება ძვლის ტვინში, მიმოქცევაში არსებულ სისხლში და ჭიპლარში და შესწევთ უნარი სიცოცხლის განმავლობაში განაახლონ საკიუთარი თავი და სხვადასხვა უჯრედებად გარდაიქმნან. იგი ასევე აღნიშნავს რომ „ეს უჯრედები არიან მოუმწიფებელი სისხლის უჯრედები რომლებიც სისხლის წითელ უჯრედებად (ერითროციტები), სისხლის თეთრ უჯრედებად (ლეიკოციტები) და თრომბოციტებად გარდაიქმნებიან. სისხლის წითელი უჯრედები (ერითროციტები) ჟანგბადის ორგანოებში ტრანსპორტირებას ახორციელებენ. სისხლის თეთრი უჯრედები ანთებებთან ბრძოლაში იღებენ მონაწილეობას. თრომბოციტები კი სისხლდენების კონტროლს ახორციელებენ“.

რა არის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა?

ოზქანი ამბობს რომ ჯანმრთელი ძვლის ტვინისა და სისხლის უჯრედების არსებობა სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობაა და აღნიშნავს რომ „ზოგიერთი დაავადება ძვლის ტვინზე ზემოქმედებს და ფუნქციების შესრულებაში ხელს უშლის. ძვლის ტვინის ანდა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა წარმოადგენს ჯანმრთელი ღეროვანი უჯრედების ერთი პიროვნებისაგან მეორე პიროვნებისთვის (ალოგენური) ანდა პიროვნების საკუთარი (ავტოლოგიური) უჯრედების წინასწარი შეგროვებით შემდგომ მისთვისვე გადნერგვის პროცედურას.“

დაავადებები რომელთა დროსაც გადანერგვა ხორციელდება

დაავადების ჯგუფები, რომელშიც ტარდება ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, ძირითადად წარმოადგენენ სისხლის კიბოს ისეთ ტიპებს, როგორიცაა ლეიკემია, ლიმფომა, მრავლობითი მიელომა. გარდა ამისა, ძვლის ტვინის უკმარისობის გამომწვევი დაავადებები, ზოგიერთი ორგანოს სიმსივნეები და განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული თალასემიის (ხმელთა შუა ზღვის ანემია) მსგავსი მემკვიდრეობითი დაავადებები, ზოგიერთი იმუნური სისტემის დაავადებებიც მნიშვნელოვანი გამოყენების სფეროებია.

http://www.yeditepehastanesi.com.tr/kemik-iligi-nakli-klinigi

იედითეფეს საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ძვლის ტვინის გადანერგვის კლინიკის შესახებ…

იედითეფეს უნივერსიტეტის ძვლის ტვინის კლინიკა თავის საქმიანობას 2006 წლიდან წარმატებით ახორციელებს. ცენტრი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურითა და საკითხში გამოცდილი სპეციალისტების გუნდით ახორციელებს მომსახურებას. მკურნალობის მომსახურებასთან ერთად პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაზრდასაც ისახავს მიზნად.

იედითეფეს საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ძვლის ტვინის გადანერგვის კლინიკაში გადანერგვის ჩათვლით, პაციენტების ფეხზე და წოლითი მკურნალობის განხორციელებით საჭირო ყოველგვარი მომსახურების ერთობლივი მიწოდება ხდება. პაციენტებზე მკურნალობის განხორციელების პარალელურად, დაწოლამდე და გაწერის შემდგომ, ექიმებისა და სოციალურ-ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გუნდების მხრიდან მუდმივი კონტროლი ხორციელდება.

იედითეფეს უნივერსიტეტის ქოშუიოლუს საავადმყოფოს ძვლის ტვინის გადანერგვის კლინიკა ევროპის სისხლისა და ძვლის ტვინის გადანერგვის საზოგადოების (European Society for Blood and Marrow Transplantation / EBMT) წევრი გახლავთ.

შინაგან სნეულებათა და ჰემატოლოგიის სპეციალისტი, ასოც. პროფ. ჰასან ათილლა ოზქანი მოგვითხრობს:

რომელ დაავადებებს კურნავს ღეროვანი უჯრედების გადანერგვა?

ოზქანი აცხადებს რომ ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შეთავაზება ხდება ლეიკემიის, ლიმფომის, მრავლობითი მიელომის, ძვლის ტვინის უკმარისობის მსგავსი დაავადებების დროს, რომლებიც მკურნალობას არ პასუხობენ და ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით გვაცნობებს:

ნაზან დოღანერ ჰალიჯი

[email protected]

ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ანდა საზოგადოებაში ცნობილი როგორც „ძვლის ტვინის გადანერგვა“ გამოიყენება სისხლისა და სხვა ორგანოების სიმსივნეებისა და სხვადასხვა დაავადებების  მკურნალობაში, რომელიც ხორციელდება განვითარებული ტექნოლოგიების საშუალებით ძვლის ტვინიდან, მიმოქცევაში არსებული სისხლიდან ან ჭიპლარიდან მიღებული ღეროვანი უჯრედების გადანერგვით.

რა არის სისხლის ღეროვანი უჯრედი?

ასოც. პროფ. ჰასან ათილლა ოზქანი აცხადებს რომ სისხლის ღეროვანი უჯრედები არის უჯრედები, რომელიც გვხვდება ძვლის ტვინში, მიმოქცევაში არსებულ სისხლში და ჭიპლარში და შესწევთ უნარი სიცოცხლის განმავლობაში განაახლონ საკიუთარი თავი და სხვადასხვა უჯრედებად გარდაიქმნან. იგი ასევე აღნიშნავს რომ „ეს უჯრედები არიან მოუმწიფებელი სისხლის უჯრედები რომლებიც სისხლის წითელ უჯრედებად (ერითროციტები), სისხლის თეთრ უჯრედებად (ლეიკოციტები) და თრომბოციტებად გარდაიქმნებიან. სისხლის წითელი უჯრედები (ერითროციტები) ჟანგბადის ორგანოებში ტრანსპორტირებას ახორციელებენ. სისხლის თეთრი უჯრედები ანთებებთან ბრძოლაში იღებენ მონაწილეობას. თრომბოციტები კი სისხლდენების კონტროლს ახორციელებენ“.

რა არის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა?

ჯანმრთელი ძვლის ტვინისა და სისხლის უჯრედების არსებობა სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობაა. ზოგიერთი დაავადება ძვლის ტვინზე ზემოქმედებს და ფუნქციების შესრულებაში ხელს უშლის. ძვლის ტვინის ანდა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა წარმოადგენს ჯანმრთელი ღეროვანი უჯრედების ერთი პიროვნებისაგან მეორე პიროვნებისთვის (ალოგენური) ანდა პიროვნების საკუთარი (ავტოლოგიური) უჯრედების წინასწარი შეგროვებით შემდგომ მოსთვისვე გადნერგვის პროცედურას.“