fbpx
Menu Close

ორთოდონტია

ორთოდონტია არის სტომატოლოგიის დარგი, რომელიც კბილებისა და ყბების არასათანადო მდგომარეობის დიაგნოსტირებას, პრევენციასა და მკურნალობას მოიცავს. ორთოდონტიული მკურნალობის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი არის პრობლემის ზუსტი დიაგნოსტირება. ამ მიზეზით, ჩვენს დეპარტამენტში, ინტრაორალური და ექსტრაორული ფოტოგრაფიის, ორგანზომილებიანი რენტგენოგრაფიისა და ზომების აღების მსგავს ტრადიციულ მეთოდებთან ერთად რბილი და მყარი ქსოვილებისა და ინტრაორალური სტრუქტურების სამგანზომილებიანი შეფასებისთვის, სტერეოფოტოგრამმეტრიული, კონუსური სხივური კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ინტრაორალური სკანირებითი გაშუქების მსგავსი უახლესი ტექნოლოგიებიც გამოიყენება.

დრო და ასაკი ორთოდონტიული მკურნალობის დასაწყებად

თქვენი ბავშვის პირველი ორთოდონტიული შემოწმება უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს შვიდი წლისა. მიუხედავად იმისა რომ ამ ასაკში შესაძლებელია კბილები სწორი განლაგებისა ჩანდეს, არსებობს ფარული დახურვის პრობლემის არსებობის ალბათობა. არსებობს გარკვეული სიმპტომები რაც ამ პრობლემაზე მიუთითებს:

  • ყბა-სახის უთანასწორო სტრუქტურა
  • პირით სუნთქვა
  • ფუნქციებისა (ღეჭვის, საუბრის მსგავსი) და დახურვის დარღვევები
  • ცუდი ჩვევების არსებობა, როგორიცაა თითების წოვა, ფრჩხილების კვნეტა, ლოყისა და ტუჩების კბენა
  • ყბის სტრუქტურები განლაგებულია ძალიან წინ ან უკან
  • წინ განლაგებული კბილები
  • ქვედა და ზედა ყბებში კბილები არ მოდის კონტაქტში ან არანორმალურად იხურება
  • სარძევე კბილების ადრეული ან გვიანი დაკარგვა
  • გადაჯვარედინებული, არასწორ ადგილას განლაგებული ანდა ამოუსვლელი კვილების არსებობა

პაციენტებს, რომლებსაც არ სურთ ბრეკეტების გამოყენება, შეუძლიათ მიიღონ ორთოდონტიული მკურნალობა სპეციალურად წარმოებული გამჭვირვალე ფირფიტებით.

ტუჩისა და სასის თანდაყოლილი ნაპრალი

რა არის ტუჩისა და სასის ნაპრალის გამომწვევი მიზეზი?

ტუჩისა და სასის ნაპრალი დედის მუცლიდანვე ისედაც არსებობს. მეექვსე და მეათე კვირების დროს ნორმის ფარგლებში ეს ნაპრალი ერთდება და ბავშვი ნორმალურ მდგომარეობას იღებს. როდესაც სწორედ ეს შეერთება ვერ ხორციელდება, ტუჩისა და სასის ნაპრალი წარმოიშობა. ამ პერიოდშიორსულობის რუტინული კონტროლითა და ექოსკოპიით ამ დეფორმაციების დადგენა ხდება.

 

 

 

რომელი ექიმები ახორციელებენ ტუჩისა და სასის ნაპრალის მქონე ბავშვების მკურნალობას?

პლასტიკური ქირურგი, პედიატრი, კვების სპეციალისტი, ორთოდონტი, ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტი, ბავშვთა სტომოტოლოგი, საუბრის თერაპევტი, ფსიქოლოგი და ანესთეზიის სპეციალისტი. ჩვენს მიერ ჩამოთვლილი ექსპერტები თქვენი შვილების კონტროლს განახორციელებენ ჩვილობიდან ზრდასრულობამდე შესაბამის პერიოდებში.

როდის ტარდება ბავშვების ტუჩისა და სასის ნაპრალის ოპერაციები?

ჩვილებს, რომლებიც პლასტიკურ ქირურგს მშობიარობისთანავე ხვდებიან, ჩვეულებრივ, ჩვილ ბავშვობაში შეიძლება ორი ან სამი ოპერაცია ჩაუტარდეთ. მაშინ როდესაც ტუჩის აღდგენისთვის პირველი ოპერაცია მესამე და მეოთხე თვეების შემდეგ ტარდება, სასის ოპერაცია ერთ წლამდე ასაკში ტარდება.

 

ტუჩისა და სასის ნაპრალის მქონე ბავშვი თუ გეყოლებათ რა უნდა ქნათ?

ტუჩისა და სასის ნაპრალით დაბადებული ბავშვი პირველ რიგში უახლოეს დროში პლასტიკურ ქირურგთან უნდა წაიყვანოთ. პლასტიკური ქირურგი საჭიროდ თუ ჩათვლის, კვების ორგანოს ანდა სასისა და ცხვირის სტრუქტურების ფორმირებისთვის ორგანოს შექმნისთვის უმოკლეს ვადაში (მშობიარობის შემდგომ ერთი-ორი კვირის განმავლობაში) ორთოდონტიის კლინიკას უნდა მიმართოთ.

 

ორთოდონტიის კლინიკაში ტუჩისა და სასის ნაპრალის მქონე ბავშვებისთვის როგორი მკურნალობა ხორციელდება?

ორთოდონტიის კლინიკაში ბავშვებისთვის ორი ტიპის ორგანოს გამოყენება ხდება:
კვების ორგანო

ფორმირების ორგანო

Medicaturk Healthcare Online عبر الانترنت В сети Інтернет ონლაინ რეჟიმში Pe net