fbpx
Menu Close

პირის ღრუს, კბილებისა და ყბის რადიოლოგია

ეს არის კლინიკა, სადაც პაციენტების პირველადი გამოკვლევები ხორციელდება. ეს არის კლინიკა, რომელიც ახდენს პირის ღრუს, კბილებისა და ლორწოვანი გარსის დაავადებების დიაგნოსტირებას, ამ ქსოვილების განკურნებისკენ მიმართული ყველაზე შესაბამისი მკურნალობის გეგმის მომზადებასა და პაციენტების მკურნალობისთვის შესაბამისი სპეციალობის მქონე ფილიალებში გადამისამართებას. ამასთან ერთად, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების, ამ ქსოვილებში წარმოსაშობი დაავადებების თავიდან აცილება, დიაგნოსტირება და მკურნალობა ამ განყოფილებებში მყოფი ექიმი სპეციალისტების მიერ ხორციელდება.

ჩვენს კლინიკაში ტრადიციულ გაშუქების მეთოდებთან ერთად „სტომატოლოგიური მოცულობითი ტომოგრაფია“-ს მსგავსი განვითარებული გაშუქების მოწყობილობების გამოყნებაც ხდება. განსაკუთრებით თავ-კისრის მიდამოსთვის მომზადებული ტომოგრაფიის ამ მოწყობილობით პაციენტი უფრო ნაკლები რადიაციის ზემოქმედების ქვეშ რჩება და ნებისმიერი მიდამოს 3 განზომილებიანი ფორმით გაშუქება ხდება.

პირის ღრუს დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ცენტრი

პირის ღრუს სიმსივნეები

კიბოსწინარე (კიბოდ გარდაქმნის პოტენციალის მქონე) დაზიანებების ადრეული გამოვლენა და არსებული დაზიანებების კონტროლირებადი  მონიტორინგი შესაძლებელია შესაბამისი პირის ღრუს შიდა დაზიანებებიდან აღებული ქსოვილის ნიმუშების გამოკვლევით.

ადრეული დიაგნოსტირება

ზოგადი ანესთეზიისა და ადგილობრივი ანესთეზიის საჭიროების გარეშე აღებული ქსოვილის ნიმუშის შეფასება ხდება ხუთი დღის განმავლობაში და პაციენტის მონიტორინგში საჭირო მროტოკოლის მომზადება ხდება.

წითელი და თეთრი ლაქების, რომლებიც უვნებელად გამოიყურება, ტესტირება ხდება OralCDx® ჯაგრისის ბიოფსიით.

ქსოვილის ნიმუშის აღება ხდება OralCDx® ჯაგრისის საშუალებით. ჯაგრისის ქსოვილზე ტრიალი ხორციელდება მანამ, სანამ მცირე სისხლდენა არ წარმოიშობა.

Medicaturk Healthcare Online عبر الانترنت В сети Інтернет ონლაინ რეჟიმში Pe net