Patient Stories & News

ფარისებრი ჯირკვლის რომელი კვანძის მკურნალობა შეიძლება ოპერაციის გარეშე?

თურქეთში ყველა 6 პიროვნებიდან ერთს ფარისებრი ჯირკვლის დაავადება აქვს. პარისებრი ჯირკვლის დააბადების მქონე ყველა 6 პიროვნებიდან ერთს კი კვანძი აღენიშნება. ანუ ფარისებრი ჯირკვლის კვანძები წარმოადგენს პრობლემას, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ხშირად ვხვდებით. ზოგადი ქირურგიის სპეციალისტი ასოც. პროფ. ერჰან აიშანი ამბობს რომ ფარისებრი ჯირკვლის კვანძების დიდი ნაწილის ოპერაციის გარეშე, რადიოტალღების მეთოდით მკურნალობა შესაძლებელია.

იედითეფეს უნივერსიტეტის ქოშუიოლუს საავადმყოფოს ენდოკრინული ქირურგი, სპციალისტი ასოც. პროფ. ერჰან აიშანი ხაზს უსვამს რომ მცირე ზომის კვანძების შემტხვევაში, ბიოფსიით თუ დადგინდება რომ ავთვისებიანები არ არიან, პაციენტები ყოველ 6 თვეში ერთხელ კონტროლზე ექიმთან უნდა მივიდნენ. იგი ასევე საუბრობს იმაზე რომ „დიდი ზომის კვანძების შემთხვევაში კი რადიოტალღების ტექნიკით კვანძების შემცირება და კიდევ გაზრდის თავიდან აცილება საკმაოდ წარმატებით ხორციელდება“.

რადიოტალღური მკურნალობა ღვიძლის სიმსივნეებიდან დაწყებული უამრავი დაავადების მკურნალობისთვის წლების განმავლობაში გამოიყენებოდა და ფარისებრი ჯირკვლის კვანძების დროს გამოყენების თვალსაზრისით ახალი მიდგომა გახლავთ. ასოც. პროფ. ერჰან აიშანი ამბობს რომ „ფარისებრი ჯირკვლის მსგავსი მცირე ზომის, ამასთან იამრავი სისხლძარღვისა და ნერვების მქონე ორგანოში საჭიროა წვრილი, დელიკატური და კონტროლიანი რხევების განმახორციელებელი ნემსი“.

თბოენერგიის გამოყენებით კვანძის გაქრობა ხდება

ასოც. პროფ. ერჰან აიშანი ხაზს უსვამს რომ რადიოტალღების მკურნალობას მავნე რადიაციულ გამოსხივებასთან კავშირი არ აქვს და აღნიშნავს: „მკურნალობის ამ მეთოდის დროს რაიმე სახის სხივები არ გამოიყენება. რადიოტალღებით მკურნალობის დროს გამოყენებული ენერგიის ერთადერთი სახეობა არის თბოენერგია. ფარისებრი ჯირკვლის კვანძი არის ფარისებრ ჯირკვალში არსებული შეშუპებები, სიმრგვალეები. ფარისებრ ჯირკვალს ბალიშად თუ მივიჩნევთ, შეგვიძლია კვანძები მასში მოთავსებულ მცირე ზომის ბუშტებად მივიჩნიოთ. ამ დროს რადიოტალღებით მკურნალობა ამ ბუშტების დაშვების პროცედურაა.“

 

საავადმყოფოში დაწოლა არ არის საჭირო

 

ეს პროცედურა, რომელიც ადგილობრივი ანდა ზოგადი ანესთეზიის ქვეშ ხორციელდება, კვანძის ზომის მიხედვით დაახლოებით 20-30 წუთში სრულდება. რადიოტალღებით მკურნალობის განხორციელების თაობაზე გვესაუბრება ასოც. პროფ. ერჰან აიშანი: „ნემსის, რომელიც წვერიდან სითბოს გამოყოფს, კვანძში მოთავსება ხდება და სისტემა აქტიურდება. ნემსის წვერზე არსებული აქტიური ნაწილიდან კვანძში კონტროლირებულად სითბოს შეშვება ხდება. ეს სითბო შეხებაში მყოფ უჯრედებს წვავს და კლავს. საკმარისი ოდენობით დაწვის უზრუნველყოფისას ნემსის კვანძიდან ამოღება ხდება და პროცედურა სრულდება.“

 

ჩარევის შემდგომ, რომელიც საავადმყოფოში დაწოლას არ საჭიროებს, საკმარისია რამოდენიმე საათით ექიმის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა. მკურნალობის შემდგომ ყურადღება გასამახვილებელი დეტალების საკითხთან დაკავშირებით პროფ. აიშანი ამ ინფორმაციას გვაწვდის: „პაციენტმა პირველი რამოდენიმე დღის განმავლობაში კისრის წინა მხარეს ოდნავი შეშუპება და ტკივილი შესაძლებელია რომ იგრძნოს. მაგრამ ტკივილის თავიდან აცილება ტკივილგამაყუჩებლებით შესაძლებელია, რადგანაც იგი არ არის გაუსაძლისი. დროთა განმავლობაში დაღუპულ უჯრედებს ორგანიზმი ასუფთავებს და კვანძის დიამეტრი ნელნელა მცირდება. იდეალური შედეგის მიღება ხდება 3-6 თვის განმავლობაში. პირველი კონტროლი ჩარევიდან ერთი კვირის შემდგომ ტარდება. შემდეგ კი 3-ე და 6-ე თვეებზე განხორციელებული კონტროლით საბოლოო შედეგის მიღება ხდება. ამ პერიოდში პაციენტებს შეუძლიათ ყოველდღიური საქმიანობები ჩვეულებრივ განაგრძონ. რაიმე დიეტური შეზღუდვები საჭირო არ არის“.

 

ტოქსიკური ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დროსაც ეფექტურია

 

ასოც. პროფ. ერჰან აიშანი გვაცნობებს რომ „კვანძთან დაკავშირებული ტოქსიკური ფარისებრი ჯირკვლის მქონე პაციენტთა ჯგუფშიც რდიოტალღების გამოყენებით კვანძის დაწვა შესაძლებელია. ამრიგად ტოქსიური ფარისებრი ჯირკვლის გამომწვევი და ჰორმონების ჭარბი წარმომქმნელი უჯრედები ქრება. ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონების ჭარბი გამოყოფა ჩერდება. პაციენტი დაავადებას თავს აღწევს ოპერაციის ანდა რადიოაქტიური იოდის მიღების გარეშე“. ამასთან ერთად უაღრესად განსაკუთრებული მდგომარეობების გარდა რადიოტალღებით მკურნალობა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დროს არ გამოიყენება. იედითეფეს უნივერსიტეტის ქოშუიოლუს საავადმყოფოს ენდოკრინული ქირურგი, სპციალისტი ასოც. პროფ. ერჰან აიშანი ხაზს უსვამს რომ „ავთვისებიანობა ბიოფსიით დადგენილი ანდა კიბოს მაღალი ეჭვის მქონე კვანძებისთვის დღედღეობით მიღებული მეცნიერული მიდგომა ქირურგიული ჩარევა გახლავთ.“