Patient Stories & News

3 მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მსხვილი ნაწლავის კიბოს დროს მკურნალობის ფორმირებას ახდენს

თავიდანა ასაცილებელ შიმსივნეებს შორის პირველ დგილებზე მყოფი მსხვილი ნაწლავის დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში მნიშვნელოვანი სიახლეების გამოვლენა გრძელდება. მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში საუბრისას ზოგადი ქირურგიის სპეციალისტი ასოც. პროფ. ფატიჰ აღალარი გვახსენებს რომ  საზოგადოებაში რისკებისგან დამოუკიდებლად ერთი პიროვნების მსხვილი ნაწლავის კიბოთი დაავადების მაჩვენებელი 6%-ია და ხაზს უსვამს რომ განხორციელებული სიახლეების შედეგად 5 წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი დაახლოებით 65-70%-მდე გაიზარდა…ამ საკითხში გამოვლენის სიახლეებზე მიუთითა…

მსხვილი ნაწლავის სიმსივნეების უმრავლესობა ადენომატოზურ პოლიპებად წოდებული უჯრედების მცირე ზომის, კეთილთვისებიანი გროვების სახით იწყება. დროთა განმავლობაში ამ პოლიპებიდან ზოგიერთს შეუძლია მსხვილი ნაწლავის კიბოდ გადაიქცეს. იედითეფეს უნივერსიტეტის ქოშუიოლუს საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის სპეციალისტი ასოც. პროფ. ფატიჰ აღალარი ამბობს რომ კიბოს წარმოქმნამდე მსხვილ ნაწლავში პოლიპების აღმოჩენისას მსხვილი ნაწლავის კიბოს 90%-ის თავიდან აცილება შესაძლებელია. ასევე აცხადებს რომ კოლონოსკოპიაში, მედიკამენტოზურ მკურნალობაში და ქირურგიაში არსებული სიახლეები პაციენტებისთვის იმედის მიმცემ შედეგებს წარმოშობს. სიახლეები ამ ფორმით დაალაგა…

1- კოლონოსკოპიის მეთოდსა და ტექნოლოგიებში არსებული სიახლეები

კოლონოსკოპიის ტექნიკებთან ერთად, რომელმაც მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზში ბოლო დროს დიდი გზა გაიარა, გაცილებით მაღალი რეზოლუციის აპარატების გამოყენება იქნა დაწყებული. ამის შედეგად პოლიპი კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანია დადგენა შესაძლებელია უკვე ბიოფსიის ანდა პოლიპექტომიის ეტაპზევე. ამასთან ერთად სტრუქტურის მიხედვით უფრო სწორი და რთული ამოსაღები პოლიპების ამოღება შესაძლებელია ტექნიკის თვალსაზრისით ამ უმაღლესი ტექნოლოგიბის საშუალებით.

ასოც. პროფ. ფატიჰ აღალარი მოგვითხრობს რომ როდესაც პოლიპები დიდი ზომისაა მხოლოდ კოლონოსკოპიის გაკეთებისას მათი გახვრეტის რისკი არსებობს, ამიტომაც მასთან ერთად ლაპარასკოპიის დახმარებით პოლიპექტომია ტარდება. იგი ასევე აღნიშნავს რომ „როდესაც გასტროენტერელოგი კოლონოსკოპიას ატარებს ზოგადი ქირურგიის გუნდიც ლაპარასკოპიით მარდაჭერას ახორციელებს. მათ ჰიბრიდული ანდა კომბინირებული ჩარევები ეწოდებათ. პოლიპების რაოდენობა, შიდა სტრუქტურები და ზომები განსაზღვრავს იმ პაციენტს პოლიპექტომიის შემდგომ კოონოსკოპია როდის ჩაუტარდება“.

2- მსხვილი ნაწლავის კიბოს ქვეტიპების განსაზღვრა და მიზანმიმართული მკურნალობები

ასოც. პროფ. ფატიჰ აღალარი აცხადებს რომ მსხვილი ნაწლავის სიმსივნეებისკენ მიმართულ დიაგნოსტირების მეთოდებში არსებულ სიახლეებთან ერთად მედიცინაში არსებული მეორე სიახლე არის მიზანმიმართული მედიკამენტები და მსხვილი ნაწლავის კიბოს ქვეტიპების განსაზღვრა. იგი ამ ინფორმაციებს გვაწვდის: „მსხვილი ნაწლავის კიბოსთვის პირველად გენეტიკურ ტესტებს ვატარებთ. აქ ცნობილი გენების მუტაციების არსებობა არარსებობის ძიება ხდება. შემდეგ უკვე ვიცით რომელი ქიმიოთერაპია უფრო მეტ სარგებელს უზრუნველყოფს, როგორი შედეგების მიღებას შევძლებთ. მიზანმიმართული მედიკამენტებით სარგებლის მიმღები სიმსივნეების დროს გადარჩენის მაჩვენებელი უფრო კარგია. ამასთან ერთად, სტადიების სწორი განსაზღვრაც დიდ როლს თამაშობს მკურნალობის წარმატებაში. სტადიის განუსაზღვრელობის შემთხვევაში მყარ სიმსივნეებში წარმატების მაჩვენებელი უფრო მცირდება. პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება, უფრო პრობლემურ მდგომარეობას იღებს. პაციენტის პირველ სტადიაზე დადგენა, ადრეული დიაგნოზი მნიშვნელოვანია მაგრამ სტადიის შესაბამისი მკურნალობის დაგეგმარება უფრო მნიშვნელოვანია.“

3- ქირურგიაში არსებული სიახლეები

იედითეფეს უნივერსიტეტის ქოშუიოლუს საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის სპეციალისტი ასოც. პროფ. ფატიჰ აღალარი ამბობს რომ  ბოლო დროს განვითარებული ტექნოლოგიებით შეგვიძლია პაციენტს უკეთესად გავუგოთ და უფრო კარგად ვუმკურნალოთ. იგი გვაწვდის შემდეგ ინფორმაციებს: „მიუხედავად იმისა რომ მეთოდები სხვადასხვაა, დღედღეობით ოპერაციებს უფრო მცირე ზომის ჭრილობებითა და ხვრელებით ვახორციელებთ. უფრო მცირე ზომის ჭრილობა ნიშნავს რომ პაციენტის ნაწლავების ფუნქციები უფრო სწრაფად აღდგება და პიროვნება უფრო ადრე შეძლებს ფეზე წამოდგომასა და სამუშაოს დაწყებას.“

ლაპარასკოპიის ეს ჩარევები ხორციელდება როგორც მუცლიდან შესვლით, ასევე სწორი ნაწლავიდან შესვლით. ინტერსფინქტერულ რეზექციად აღწერილ და ბოლო დროს დღის წესრიგში არსებულ ახალ ქირურგიულ მიდგომას ვიყენებთ. განსაკუთრებით ქვევით მდებარე რექტალური სიმსივნეების დროს სწორ ნაწლავში განავალის შეკავების უზრუნველმყოფი კუნთების ორი ჯგუფიდან შიდა კუნთების ამოკვეთით გარე კუნთებს ვიცავთ. აქედან გამომდინარე, რადანაც პაციენტი პარკით არ ცხოვრობს, პაციენტის კმაყოფილება იზრდება. გარდა ამისა, ბოლო წლებში სწორი ნაწლავის დამცველ ქირურგიაშიც მნიშვნელოვანი სიახლეები მოხდა. მსხვილი ნაწლავის სიმსივნეების დაახლოებით ერთი მესამედის შემადგენელი რექტუმის მიდამოს სიმსივნეებში უპირტესობა ენიჭება.

ასოც. პროფ. ფატიჰ აღალარი გვაწვდის ინფორმაციას რომ ლაპარასკოპიულ ჩარევებთან ერთად ბოლო პერიოდში არაოპერაციული მენეჯმენტი ანუ ოპერაციის გარეშე ჩარევის სახელით ცნობილი სწორი ნაწლავის დამცველი ოპერაციის გარეშე მკურნალობით პაციენტის განკურნება შესაძლებელია, მაგრამ ეს მეთოდი ჯერ კიდევ კვლევის სტადიაზე იმყოფება.