MedicaTürk-ის შესახებ.

MedicaTürk თურქეთი, სტამბულში მოქმედი სამედიცინო ტურიზმის სააგენტოა. MedicaTürk თურქეთში,  ყოვლისმომცველი სამედიცინო ტურიზმის პროცესში, საერთაშორისო პაციენტების მკურნალობაში მონაწილეობს. MedicaTürk უზრუნველყოფს ისეთი მომსახურებების გაწევას, როგორიცაა საერთაშორისო პაციენტების კონსულტაცია, მოგზაურობის დაგეგმვა, ჰოსპიტალში ვიზიტის დაჯავშნა, ჰოსპიტალიზია და გაწერა, მთარგმნელობითი მომსახურება, 7/24 საათიანი დაზღვევა, საჰაერო და სახმელეთო სასწრაფო დახმარების მომსახურება.

საერთაშორისო პაციენტებისთვის, სხვა ქვეყანაში გამგზავრება და უპრობლემო კომუნიკაცია, სამწუხაროდ, მღელვარების გამომწვევია. 15-ზე მეტ ენაზე მოსაუბრე MedicaTürk-ის ჯგუფი, წარმოადგენს პაციენტებსა და ჯანდაცვის მომსახურების პროვაიდერებს შორის ხიდს; პაციენტების დასკვნების მიღებისთანავე, MedicaTürk პაციენტებისთვის კოორდინატორის მიმაგრების გზით, უზრუნველყოფს უპრობლემო მხარდაჭერას, მთელი მოგზაურობის განმავლობაში.

საერთაშორისო პაციენტების მოგზაურობის პროცესი მდგომარეობს შემდეგში: პაციენტის დასკვნების მიღება, შეფასებისა და მკურნალობის გეგმის შედგენა, ვიზიტის დაჯავშნა, სამოგზაურო გეგმის შედგენა, თურქეთში ჩამოსვლა და გადაყვანა, მკურნალობის თანამდევი და შემდგომი მომსახურებების გაწევა.

ამ მოგზაურობაში ჩვენ ერთად ვართ !

მისია

ჩვენი ძირითადი პრინციპია ჯანმრთელობის საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში და ეთიკური ღირებულებების დაცვით პაციენტის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მუშაობა, მომსახურების მიწოდების პირველი ეტაპიდან დაწყებული ზედამხედველობის მექანიზმით შექმნილი, სტუმრების თავიანთ ქვეყნებში დაბრუნებამდე გასული პერიოდის ხარისხის შემცირების გარეშე მართვა.

ხედვა

ჩვენი ხედვაა ვემსახუროთ ჩვენს პაციენტებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, რომელთაც სურთ სამედიცინო მომსახურება მიიღონ, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ჩვენს ექიმებთან და მოწინავე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის უზრუნველმყოფ ჩვენს საავადმყოფოებში, შევთავაზოთ თურქული სტუმართმოყვარეობის კომფორტით მომსახურება და ვიყოთ საერთაშორისო ჯანმრთელობის სერვისების წამყვანი დამხმარე კომპანია.

ღირებულებები

ჩვენი საერთაშორისო ოფისებით, პროფესიონალური ქოლცენტრის ინფრასტრუქტურითა და თითოეული ქვეყნისთვის სპეციალური თანამშრომლებით, ჩვენი რეგიონალური ექსპერტი მენეჯერებით ყველა ჩვენს პაციენტთან, რომლებიც მკურნალობის მომსახურებას ითხოვენ, წინასწარი შეხვედრები ხორციელდება და პაციენტის სახელით ყველა პროცედურის დაწყება ხდება. შექმნილ იქნა სამუშაო სისტემა გადაწყვეტილებებზე და ხალხზე ორიენტირებული მიდგომით, რაც პაციენტისა და თანამშრომლების უსაფრთხოებას ანიჭებს უპირატესობას.
CRM ინფრასტრუქტურის საშუალებით, ჩვენი სტუმრები საკუთარი ქვეყნის ენაზე განახორციელებენ შეხვედრებს და ჩვენს ქვეყანას გულწრფელი და სანდო კომუნიკაციით ეწვევიან.
MedicaTürk HealtCare-ს ჰყავს გამოცდილი გუნდი ყველა ქვეყნიდან პაციენტების გადმოყვანის საკითხში.

Tatiana Kazan / Romanian, Russian

Your Personal Healthcare Consultant

Maria Irem / Romanian, English

Your Personal Healthcare Consultant

Svetlana Karabiyik / Russian, Kazakh, Kyrgyz, Uzbek, English

Your Personal Healthcare Consultant

Alper Demirkıran / English

Your Personal Healthcare Consultant

Junbt Sabonje / Arabic

Your Personal Healthcare Consultant

Rukaja Akdemir / Serbian, Bosnian, Croatian, Bulgarian, Macedonian

Your Personal Healthcare Consultant