Patient Stories & News

მუხლებისა და თეძოების პროტეზის ოპერაციებით სიცოცხლის ხარისხი იზრდება

ხრტილის დეგრადაციით შუა და ხანდაზმულ ასაკში გამოვლენილი სახსრების დარღვევების მოწინავე ტექნოლოგიური ქირურგიული მეთოდებით მკურნალობა არის შესაძლებელი. ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის სპეციალისტი ასოც. პროფ. თურჰან ოზლერმა თქვა, რომ სერიოზული სტრესისა და ტკივილის მქონე პაციენტების მკურნალობის დროს გამოყენებული ქირურგიული მეთოდების წყალობით, პაციენტების უმტკივნეულოდ ცხოვრებისთვის ცხოვრების ხარისხიც იზრდება.

საზოგადოებაში სახსრების კალციფიკაციით ცნობილი, სინამდვილეში ხრტილის დეგრადაციით გამოწვეული დაავადებები სახსრების სიმკვრივეს და მოძრაობის გაძნელებას იწვევს. მოწინავე ტექნოლოგიური ქირურგიული მეთოდები წინა პლანზე დგება სერიოზული დისკომფორტისა და ტკივილის მქონე პაციენტების მკურნალობისას. ოპერაციები შეიძლება გამოყენებულ იქნას ზოგიერთი რევმატიულ დაავადებთან, გადატანილ ტრავმებთან, გენეტიკურ ოსტეოართროზთან დაკავშირებით მუხლისა და თეძოს სახსრებში წარმოშობილი დარღვევების დროს. იედითეფეს უნივერსიტეტის ქოზიათაღის საავადმყოფოს ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის სპეციალისტმა ასოც. პროფ. თურჰან ოზლერმა, რომელიც ამბობს რომ პაციენტების უპირველეს ჩივილს წარმოადგენს მოძრაობის შეზღუდვები, პაციენტების ჩივილების შესახებ შემდეგი ინფორმაციები მოგვაწოდა: „პაციენტები თეძოსა და მუხლის სახსრებს თავისუფლად ვერ ამოძრავებენ. შემდეგ მას ემატება ძლიერი ტკივილი. დროთა განმავლობაში ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა პციენტის დღიურ ფუნქციებსა და ცხოვრების ხარისხს აქვეითებს, პაციენტებს აღარ შეუძლიათ წინდებისა და ფეხსაცმელების ჩაცმა, ვეღარ იყენებენ თურქულ ტუალეტს. განსაკუთრებით დიდი პრობლემა ექმნებათ კიბეზე ასვილისა და ჩამოსვის დროს. მუხლის პროტეზის კანდიდატი პაციენტები ხშირ შემთხვევაში სახელურს ეჭიდებიან და კიბეებზე გვერდულად ჩამოდიან. მჯდომარე პოზიციიდან წამოდგომის დროს კი პირველი რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმა ძალიან უჭირთ. სიარულის მანძილიც ნელნელა მცირდება. ამიტომაც ცხოვრებას წყდებიან და ნელნელა სახლში იკეტებიან. გარკვეული პერიოდის შემდგომ კი საზოგადოებისაგან გამოყოფილ, სახლში გამოკეტილ პიროვნებებად გადაიქცევიან. ამ დროს საქმეში ჩვენ ვერევით და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაბრუნებთ.“

ცხოვრების ხარისხი იზრდება

მუხლისა და თეძოს პროთეზის ოპერაციები ზოგადად საშუალო და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ხორციელდება. რევმატიული დაავადებების გამო ძალიან ახალგაზრდა ასაკში ძლიერ დაზიანებული სახსრების მქონე პაციენტებში, ამ სახსრების გაყინვის ნაცვლად მოძრაობის გაგრძელების მიზნით პროთეზს იყენებენ. ამრიგად, პაციენტებისთვის, მათ ყველაზე პროდუქტიულ ასაკში აქტიური, უმტკივნეულო და მოძრავი ცხოვრებით ცხვრების უზრუნველყოფა ხდება. როდესაც საქმე პროთეზს ეხება, სავარაუდოდ, განხილული მასალა ხელოვნური სახსარია. თუმცა, სახსრის მოცილებისა და ხელოვნური სახსრით ჩანაცვლების ნაცვლად, ხდება არსებული სახსრების შემადგენელი ძვლების დეფორმირებული ხრტილის მოკვეთა და მისი ზედაპირის დაფარვა. ასოც. პროფესორი ოზლერი აცხადებს რომ ხანდაზმული ასაკის პაციენტებს ოპერაციის ეშინიათ და აღნიშნავს: „თუმცა ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა, ამიტომაც პაციენტებმა სიცოცლის დარჩენილი ნაწილი კომფორტულად რომ განაგრძონ მათ ამ ოპერაციებს ვუტარებთ. კარგად ჩატარებული ქირურგიული ჩარევით შესაძლებელია აშკარა შედეგების მიღება. პაციენტებს შეუძლიათ ოპერაციის შემდგომ დამოუკიდებელი და კომფორტული ცხოვრება განაგრძონ.“

 

პროთეზის შერჩევა ხდება პაციენტის მდგომარეობის მიხედვით

მუხლის სახსარში როგორც ნახევარი ასევე მთლიანი პროთეზის, თეძოში კი მოტეხილობის დროს ნახევარი, კალციფიცირების დროს კი მთლიანი პროთეზის მოთავსება ხდება. მთლიანი პროთეზის ოპერაციის დროს სახსრის ორივე ზედაპირის ერთდროული შეცვლით ტკივილის სრულიად აღმოფხვრა არის მიზნად დასახული. ნახევარი პროთეზის შემთხვევაში კი, თუ ერთი სახსარი დაზიანებულია და მეორე მხარე ჯანმრთელია მხოლოდ დაზიანებული მხარის შეცვლა ხდება. ასოც. პროფესორი თურჰან ოზლერი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ, მაშინ როდესაც ნახევარი პროთეზის ჯანმრთელად ყოფნის საშუალო ხანგრძლივობა 15-20 წელიწადში 80%-ზე მაღალია, მთლიანი პროთეზის შემთხვევაში შედეგი უფრო მაღალ მაჩვენებლებს აღწევს, ასევე აღნიშნავს რომ თუ პაციენტის ასაკი შესაბამისია და სახსარი მთლიანად არის დაზიანებული, უპირატესობა მთლიან პროთეზს ენიჭება.

ქალები უფრო მეტად ზარალდებიან

მუხლისა და თეძოს პროთეზის ოპერაციების დროს სქესი პაციენტის პროფილში მნიშვნელოვანია. ზოგად მონაცემებს თუ შევხედავთ ეს ოპერციები მამაკაცებთან შედარებისას ქალებში უფრო ხშირად ხორციელდება. განსაკუთრებით მუხლის პროთეზის ოპერაციების შემთხვევაში, იმაში რომ ეს ოპერაციები ქალებში უფრო ხშირად ტარდება, მენოპაუზის შემდგომ წარმოშობილი  ძვლების განლევა და მასთან დაკავშირებული სახსრებზე ზემოქმედების მომხდენი უარყოფითი ფაქტორები დიდ როლს თამაშობენ. ასოც. პროფესორი თურჰან ოზლერი აცხადებს რომ კუთხოვანი დაზიანებები და ძვლებში არსებული სისუსტე სახსრების დაზიანების ნელნელა ზრდას იწვევს. იგი ასევე აღნიშნავს: „ის ფაქტი რომ მამაკცებს უფრო ძლიერი კუნთური სისტემა გააჩნიათ და ტკივილს უფრო მეტად უძლებენ, ამ სხვაობის დადგენაში დიდ როლს თამაშობს“.