Patient Stories & News

PET CT-ს გამოყენებით გულისა და ტვინის დაავადებების დიაგნოსტირება

PET/CT-ს მოწყობილობა უფრო მეტად კიბოს დიაგნოსტირებისას გამოიყენება, მაგრამ გულის დაავადებების დროს by-pass-ის გადაწყვეტილების მიღებაში, ასევე ეპილეფსიის, დემენციის, ალცჰეიმერის მსგავსი ტვინის ზოგიერთი დაავადებების დიაგნოსტირებისთვისაც გამოიყენება.

იედითეფეს საუნივერსიტეტო კლინიკის ბირთვული მედიცინის სპეციალისტი ასოც. პროფ. ნალან ალან სელჩუქი აღნიშნავს რომ PET/CT-ს მოწყობილობას, რომელიც უფრო მეტად კიბოს დიაგნოსტირებისას გამოიყენება, გულისა და ტვინის დაავადებების დიაგნოსტირებაშიც დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. ასოც. პროფ. ნალან ალან სელჩუქი საკითხთან დაკავშირებით კითხვებზე გვპასუხობს.

რომელი დაავადებების დროს გამოიყენება PET/CT?

PET-ის (პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფია) მოწყობილობას უპირველეს ყოვლისა კიბოს, ასევე გულისა და ტვინის დაავადებების დროს ვიყენებთ. კიბოს სახეობებს შორის განსაკუთრებით ფილტვის, ლიმფომის, ძუძუს, კუჭისა და ნაწლავების, ასევე უამრავი სიმსივნის დიაგნოსტირებისა და კონტროლის დროს ვიყენებთ.

როგორ და რა ვითარებაში უზრუნველყოფს სარგებელს PET / CT მოწყობილობა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის დროს?

PET/CT ძირითადად შაქრის მეტაბოლიზმს გვიჩვენებს. რადგანაც კიბოს უჯრედები დიდი რაოდენობით გლუკოზას მოიხმარენ, PET/CT მოწყობილობით ამ უჯრედების გაშუქება შესაძლებელია. შეგვიძლია დეტალურად დავათვალიეროთ თუ რომელ ორგანოში მდებარეობს კიბო და მისი საზღვრები.

მკურნალობის დაწყებამდე უაღრესად მნიშვნელოვანია კიბოს სტადიების განსაზღვრა. სხვა მეთოდებით კიბოს სხვა ორგანოებზე გავრცელება არ გავრცელების გაშუქება ყოველთვის ვერ ხორციელდება და ოპერაციის მიმდინარეობისას ხდება მისი შემჩნევა. არადა PET/CT-ს საშუალებით შეგვიძლია ვნახოთ თუ რომელ სტადიაზეა კიბო და სხეულის რომელ ორგანოებზეა გავრცელებული. კიბო სხეულის სხვა ორგანოებზეც თუ არის გავრჩელებული ოპერციისთვის მიმართვამდე  მკურნალობის სხვა მეთოდების (ქიმიოთერაპია ანდა რადიოთერაპია) გამოყენებაც ხდება. ამრიგად თან პაციენტი არასაჭირო ოპერაცციას არიდებს თავს, თანაც ხარჯების შემცირება ხდება.

კიბოს მკურნაობის შემდეგაც, ასევე PET/CT-ს საშუალებით ხდება დაკვირვება მკურნალობა შედეგიანი იყო თუ არა. გარდა ამისა, თუ კიბო შეინიშნება და ბიოფსიის ჩატარებაა საჭირო, PET/CT-ს მოწყობილობის გამოყენებით განხორციელება უფრო სწორი შედეგების მიღებას უზრუნველყოფს.

კიბოს გარდა რომელი დაავადებების დროს გამოიყენება PET CT?

ზოგადად ცნობილია რომ PET/CT გამოყენება მხოლოს კიბოს დიაგნოსტირებისთვის ხდება. არადა გულისა და ტვინის დაავადებების დიაგნოსტირებისა და კონტროლის დროსაც დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. გულის დაავადებებში განსაკუთრებით by-pass-ის წინ გულის ჯანმრთელი უჯრედების დადგენით გვაწვდის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ რომელ პაციენტებს სჭირდებათ by-pass და რომელ პაციენტებს არა. ამრიგად, PET/CT-ს კვლევით კლინიცისტს ვაძლევთ მიმართულებას სისხლძარღვების შევიწროების მქონე პაციენტებში მკურნალობის რომელ მეთოდზე უნდა შეაჩეროს არჩევანი.

ამავდროულად PET/CT მოწყობილობის არჩევა ხდება თავის ტვინის დაავადებების დროსაც და განსაკუთრებით ეპილეფსიისა და დემენციის (ალცჰეიმერი და სხვ.) დაავადებების ადრეულ დიაგნოსტირებას უზრუნველყოფს. ეპილეფსიის მქონე პაციენტებში ეპილეფსიის კერის PET-ით გაშუქება შესაძლებელია. განსაკუთრების დემენციის დაავადებები შეუქცევადი დაავადებებია. ამიტომ ამ ტიპის დაავადებებში ნაადრევი დიაგნოსტირება მნიშვნელოვან როლს თამაშობს. დიაგნოსტირების შედეგად ადრეულ სტადიაზე თუ დადგენილ იქნება, მკურნალობის დაწყებაც ადრეულ სტადიაზე მოხდება და განვითარებაც შეფერხებულ იქნება.