Patient Stories & News

რეფლუქსიის მკურნალობა ოპერაციის გარეშე

იედითეფეს უნივერსიტეტის ქოშუიოლუს საავადმყოფოს შინაგან შნეულებათა და გასტროენტეროლოგიის სპეციალისტი ასოც. პროფ. ჯენგიზ პატა მოგვითხრობს: „რეფლუქსიის ოპერაციის გარეშე მკურნალობის მეთოდის გამოყენებისას პაციენტის კანზე რაიმე სახის ჭრილობა არ წარმოიშობა. განსაკუთრებუი ენდოსკოპიის შასუალებით შესვლა პირის ღრუთი ხორციელდება. ჩარევა ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, ენდოსკოპიის ოთახში ხორციელდება. დაახლოებით 60-90 წუთი გრძელდება. პაციენტი ტკივილებს ვერ გრძნობს.“

გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება (გერდ) არის ისეთი დაავადება, რომლითაც საზოგადოების თითქმის 25% არის დაავადებული. ხშირ შემთხვევაში მისი გამოვლენა ხდება ხელში და მკერდში წვით, პირის ღრუში მწარე წყლის მოსვლით. დაავადების შემადგენელი მთავარი დარღვევა არის საყლაპავ მილსა და კუჭს შორის გამკვრივებული კუნთებით შემდგარი სტრუქტურის (სფინქტერი) მოშვებით კუჭის წვენის საყლაპავ მილში გადასვლა.

გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება (გერდ) არის ქრონიკული დაავადება. მჟავიანობის დამთრგუნველი მედიკამენტების მოხმარება ზოგადად დამშვიდებას უზრუნველყოფს. მაგრამ პაციენტთა უმრავლესობაში, მედიკამენტოზური მკურნალობის შეწყვეტისას ჩივილები ხელახლა წარმოიშობა.

რატომ უნდა იქნას გამოყენებული ენდოსკოპიური მეთოდი?

გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადების მუდმივი მკურნალობა მოშვებული სფინქტერის შევიწროებითა და გაძლიერებით ფუნქციონალურ მდგომარეობაში მოყვანას წარმოადგენს. ამ სისტემით, სფინქტერის ენდოსკოპიური ნაკერების საშუალებით გაძლიერება ხდება. კანზე რაიმე სახის ჭრილობა არ წარმოიშობა. განსაკუთრებული ენდოსკოპიის საშუალებით პირის ღრუდან შესვლა ხდება, საყლაპავი მილის ქვედა წილში არსებულ მოშვებულ სივრცეში ჯანმრთელი კუჭის ქსოვილის სამედიცინო სტეპლერის სახელწოდებით ცნობილი მოწყობილობით გაკერვა ხდება. ამრიგად მჟავიანობის ამოსვლის თავიდან აცილება ხდება.

ვისთვის გამოიყენება?

18 წელზე უფროსი ასაკის, 3 სმ-ზე ნაკლებ ზომაზე მოშვებული სფინქტერის მქონე (ჰიატალური თიაქარის არ მქონე) და მუდმივად მედიკამენტების მოხმარების საჭიროების მქონე პაციენტები მკურნალობის კანდიდატები არიან.

როგორ ხორციელდება ენდოსკოპიური მკურნალობა?

ჩარევა ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, ენდოსკოპიის ოთახში ხორციელდება. დაახლოებით 60-90 წუთი გრძელდება. ჩარევის შემდგომ საჭიროა რომ თხევადი დიეტა დაიცვან და გამოჯამრთელებამდე რბილი საკვებით იკვებონ. რამოდენიმე დღის შემდგომ შესაძლებელია ნორმალურ დიეტაზე გადავიდნენ და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ჩარევის მიმდინარეობისას, რადგანაც ანესთეზიის გამოყენება ხდება, პაციენტი ტკივილებს ვერ გრძნობს. შემდგომ კი 2-3 დღე შესაძლებელია მუცლისა და ყელის სუსტი ტკივილი იგრძნონ.