<h5>Patient Stories &amp; News</h5>

კოხლეარული იმპლანტი

კოხლეარული იმპლანტაცია გამოიყენება ძლიერი სმენის დაქვეითების მქონე პაციენტებში სმენის უზრუნველყოფისთვის. კოხლეარული იმპლანტაცია 1 წლის ასაკიდან გამოიყენება. შესაბამისი პაციენტის შერჩევისთვის ოპერაციამდელ შეფასებას დიდი მნიშვნელობა გააჩნია. კოხლეარული იმპლანტაცია უფრო წარმატებულია პაციენტის ასაკი რაც უფრო მცირეა და სმენის დაქვეითება საუბრის სწავლის პერიოდის შემდგომ თუ არის წარმოშობილი. 

კოხლეარულ იმპლანტებს ორი ნაწილი აქვთ: მიმღები და კოხლეარული ელექტროდებისგან შემდგარი შიდა ნაწილი, გარეთა საუბრის დამამუშავებელი და ტრანსმიტერისგან შემდგარი გარე ნაწილი. კოხლეარული იმპლანტი ძლიერი სმენის დაქვეითების მქონე პაციენტებში კოხლეარული ნერვის ელექტრონული სტიმულაციის უზრუნველყოფით სმენის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. კოხლეარული იმპლანტის გარე დამამუშავებელი ხმებს იღებს და ელექტრონულ იმპულსებად გარდაქმნის. ეს იმპულსები კანქვეშა მიმღებს და მიმღების გზით კი კოხლეარში არსებულ ეექტროდებს მიეწოდება. კოხლეას ნერვები კოხლეასთვის მიღწეული ელექტრონული იმპულსების დეპოლარიზებას ახდენენ და ხმების აღქმას უზრუნველყოფენ. კოხლეარული იმპლანტაციის განხორციელება ყელ-ყურ-ცხვირის ექიმის, აუდიოლოგების, საუბრის პათოლოგების ერთობლივ მუშაობას მოიცავს.

 

კრიტერიუმები, რომლებიც უნდა ჰქონდეს კოხლეარული იმპლანტაციის კანდიდატებს ბავშვთა ასაკში:

  • 12 თვეზე (1 წელი) უფროსი ბავშვები
  • ძლიერი სმენის დაქვეითება
  • სასმენი მოწყობილობიდან უფრო მეტი სარგებელის მიღების მოლოდინი
  • ოჯახის მხარდაჭერა, საკმარისი მოტივაცია, რეალური მოლოდინები
  • საუბრისა და ენის განვითარებისთვის რეაბილიტაციისა და განათლების მხარდაჭერის მიწოდება

 

რადგანაც პაციენტებს ზოგადი ანესტეზია გაუკეთდებათ, ოპერაციისა და ზოგადი ანესთეზიისთვის შესაბამისი ჯანმრთელობის პირობები უნდა გააჩნდეთ. პაციენტებისთვის ოდიოლოგიური შეფასების განხორციელება შესაძლებელი უნდა იყოს.

 

* მოზრდილი პაციენტები ძლიერი სმენის დაქვეითებით, რომელთაც არ შეუძლიათ სმენის აპარატით საკმარისად ისარგებლონ, ასევე არიან კოხლეარული იმპლანტების კანდიდატები.

 

ბავშვთა ასაკის პაციენტების სმენის დონეების შეფასება ხდება ABR ტესტით. ბავშვთა ხმების მიმართ ქცევებთან დაკავშირებით ინფორმაცია ოჯახიდან უნდა იქნეს მიღებული.

 

შეფასება

ანამნეზი

მნიშვნელოვანია დადგენა იმისა ბავშვმა სმენა ლაპარაკის განვითარებამდე დაკარგა თუ შემდგომ. პაციენტის მიერ ადრე გადატანილი მენინგიტი კოხლეარულ იმპლანტაციას ხელს შეუძლის, ამიტომ ამ საკითხის გარკვევაც ძალიან მნიშვნლოვანია.

 

მფიზიკური კვლევები

დადგენილ უნდა იქნეს ყურის აპკზე ნახვრეტის, რეტრაქციის მსგავსი შუა ყურის ინფექციის მაჩვენებელი სიმპტომების არსებობა. გამოკითხულ უნდა იქნას პახიენტმა ადრე ყურის ოპერაცია ჩაიტარა თუ არა? აქტიური შუა ყურის დაავადებები უნდა გამოირიცხოს. ქრონიკული შუა ყურის დაავადებების გამო ოპერაცია ჩატარებულ პაციენტებშიც შესაძლებელია კოხლეარული იმპლანტის ჩასმა, მაგრამ ოპერაცია ცოტა უფრო რთულია.

გაშუქება

კოხლეარული იმპლანტის ყველა ოპერაციამდე საფეთქლის ძვლის მაღალი რეზოლუციის ტომოგრაფია უნდა ჩატარდეს. ტომოგრაფიით ინფორმაცია უნდა იქნს მიღებული შიდა ყურის მორფოლოგიის, კოხლეას, ფასციალური ნერვის პოზიციის, ფასციალური ჩაღრმავების ზომების, საუღლე ბოლქვის სიმაღლის, განსაკუთრებით პატარა ბავშვებში პარიეტალური ძვლის სისქის შესახებ. ყველა ელექტროდების მოთავსებისთვის კოხლეა ნორმალური აგებულების უნდა იყოს და მობრინებების ნახვა შესაძლებელი უნდა იყოს. კოხლეას მალფორმაცია ხელს უძლის ელექტროდების სრულ მოთავსებას. მაგრამ ომპლანტისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. გადატანილმა მენინგიტმა შესაძლებელია კოხლეას ფიბროზისითა და გაძვალებით სტრუქტურა შეუცვალოს და ელექტროდების მოთავსებისთვის დაბრკოლება შექმნას. მაგნიტო რეზონანსული გაშუქება კოხლეარული ინპლანტაციის კანდიდატ ბავშვებში მენინგიტის შემდგომა არის თუ არა გახსნილი კოხლეა და კოხლეარული ნერვი არსებობს თუ არა შეფასებას უწყობს ხელს. გაშუქების ტექნიკა ასევე მნიშვნელოვანია შიდა აკუსტიკური არხის სიგანის შესაფასებლად.

 

სხვა ტესტები

კანდიდატებისთვის, რომელთა მიმართაც კოხლეარული იმპლანტაციის ჩასმა იქნა ჩაფიქრებული, სასმენი აპარატისა და აპარატის გარეშე ოდიომეტრიული კვლევის განხორციელება შეფასებას ეხმარება. კოხლეარული იმპლანტის სრული შეფასება განათლებული ოდიოლოგის მხრიდან უნდა განხორციელდეს.

 

მკურნალობა

შესაბამისი მოლოდინების მქონე პაციენტებში ძლიერი სმენის დაქვეითების მკურნალობაში კოხლეარული იმპლანტი ძალიან კარგი არჩევანია. 

 

კოხლეარული იმპლანტის მოთავსება ხდება ქირურგიულად ყურის უკან მდებარე მასტოიდური ძვალის მიდამოში. ამისთვის მასტოიდექტომია ტარდება. ფასციალურ ნერვსა და გარე ყურის არხს შორის ფასციალური ჩაღრმავების მიდამო იხსნება. აქ მრგვალი ფანჯარა შეინიშნება. მრგვალი ფანჯარის ნიშას შემოვლის შემდგომ კოხლეოსტომის განხორციელებით ელექტროდების კოხლეაში მოთავსება ხდება. მიმღები ყურის ნიჟარის უკნ მასტოიდის ღრუს მეზობლად თავსდება. შემდეგ საოპერაციო სივრცის დახურვა ხდება. გამოჯანმრთელებასთან ერთად რამოდენიმე კვირის შმედგომ გარე ნაწილის მოთავსება ხდება, აქტიურდება და რეგულირდება. ქირურგიასთან დაკავშირებით 0,4% ფარგლებში შესაძლებელია ფასციალური ნერვის დამბლა იქნეს შემჩნეული. 1,2%-ში შესაძლებელია ელექტროდები დაზიანდეს. ოპერაციის შემდგომ შესაძლებელია შიშინი ანდა თავბრისხვევა გამოვლინდეს მაგრამ შემდეგ მცირდება. იშვიათად შესაძლებელია მენინგიტსაც შევხვდეთ. ამ დროს ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპია ენიშნებათ. იმპლანტი თუ არ იმუშავებს ანდა განდევნა თუ იქნება შესაძლებელია ხელახლა მოათვსება.

 

პციენტის კონტროლი

ოპერაციის შემდგომ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თავის წინა და უკანა გაშუქება დასადგენად ელექტროდები კოხლეაში მოთავსდა თუ არა. მასტოიდურ მიდამოში ზეწოლის მიზნით მასტოიდური სახვევით შეხვევის განხორციელება ხდება. ოპერაციის მიდამოს ოპერაციის შემდგომი ზედამხედველობით გაკონტროლება ხდება. ფასციალური ნერვის ფუნქციების კონტროლირება ხდება. ოპერაციის შემდგომ მაგნიტორეზონანსული გაშუქება მიმღების შიდა მაგნიტური ნაწილის ამოღების გარეშე არ ხორციელდება.

 

მენეინგიტის თავიდან აცილების მიზნით  პნევმოკოკისა და გრიპის მიმართ ვაქცინაცია უნდა გაკეთდეს. ოპერაციის შემდგომ ანტიბიოტიკოთერაპია უნდა ჩატარდეს.

 

ელექტროდების პროგრამირება ოპერაციის შემდგომ 2 კვირის შემდეგ შეიძება იქნეს დაწყებული. მაგრამ წესისამებრ პროგრამირება ჭრილობის საკმაო გამოჯანმრთელების, 4-5 კვირის შემდგომ ხორციელდება.

 

დრედღეობით კოხლეარული იმპლანტის გამოყენება ორივე მხარეს ერთდროულად ხორციელდება.