<h5>Patient Stories &amp; News</h5>

მსხვილი ნაწლავის კიბოსთან დაკავშირებული სიახლეები, რომლებიც ყველაფერს თავდაყირა დააყენებენ

ვხედავთ რომ თავიდან აცილებად სიმსივნეებს შორის მყოფი მსხვილი ნაწლავის კიბო კვლევის პროგრამების წყალობით ცოტათი მაინც უკან იხევს. იედითეფეს უნივერსიტეტის ქოშუიოლუს საავადმყოფოს გასტროენტეროლოგიის სპეციალისტი ჯენგიზ პატა აღნიშნავს რომ აშშ-ში ყველაზე გავრცელებულ კიბოთა შორის 2-ე ადგილიდან 3-ე ადგილზე გადაინაცვლა, ეს სიახლე კი რისკის ჯგუფების მუდმივი კონტროლისა და კვლევის პროგრამების მნიშვნელობას წარმოაჩენს. აცხადებს რომ განსაკუთრებით ბოლო წლებში მომხდარი სიახლეები ამ თვალსაზრისით ყველაფერს თავდაყირა აყენებს.

მსხვილი ნაწლავის კიბო კვლევითი პროგრამებით სიცოცხლე გადარჩენილ სიმსივნეებს შორის პირველ ადგილზეა. განსაკუთრებით ოჯახში კიბოს ანამნეზის მქონეთათვის. საკითხთან დაკავშირებით კვლევები გრძელდება და მიღებული ინფორმაციები მსხვილი ნაწლავის კიბოს მიმართ მიდგომებს ცვლის. ასოც. პროფ. ჯენგიზ პატა ხაზს უსვამს რომ განსაკუთრებით გენეტიკური ტესტები და ახალი თაობის დიაგნოსტიკური ტექნოლოგიები როგორც პაციენტისთვის ასევე ექიმებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

კვლევითი ტესტებისთვის ასაკი მნიშვნელოვანია

ასოც. პროფ. ჯენგიზ პატა აცხადებს რომ მსხვილი ნაწლავის კიბოს უკვე უფრო ხშირად და უფრო ახალგაზრდა ასაკში ვხვდებით, რაც დღედღეობით კვლევის ასაკს 50 წლიდან 45 წლამდე აახალგაზდავებს და აღნიშნავს რომ: „მსხვილი ნაწლავის კიბოს წარსულთან შედარებით 30-35 წლის ასაკში ხშირი ოდენობებით ვხვდებით. სტანდარტული კვლევები 50 წლის შემდეგ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ იყო. მაღალი რისკის ჯგუფებისთვის უფრო განსაკუთრებული კვლევის პრიგრამები არსებობდა. მაგრამ დღესდღეობით ეს ინფორმაციაც შეიცვალა. საჭიროა ისიც აღვნიშნო რომ არსებობს კიბოს ისეთი ტიპებიც, რომლებიც, რაც არუნდა კვლევები ჩავატაროთ (დაახლოებით 2-5%-ს შორის), ნორმალურად მიჩნეულ ნაწლავებში ორის წლის შემდგე ვლინდება. ამ შემთხვევაში კოლონოსოპიური კვლევების რეგულარული ჩატარება არ ნიშნავს რომ თქვენ არავითარ შემთხვევაში კიბო არ გექნებათ. მაგრამ მაღალი რისკის ჯგუფებში რეგულარული კვლევების ჩატარება მაინც საჭიროა“.

მაღალი რისკის ჯგუფებში ახალი მიდგომები არსებობს

მსხვილი ნაწლავის კიბო ეფექტური მემკვიდრეობის მქონე კიბოებს შორის არის. ამიტომაც პირველი ხარისხის ნათესავებში მსხვილი ნაწლავის კობოს მქონე პიროვნებები მაღალი რისკის ჯგუფად ფასდებიან. ასოც. პროფ. ჯენგიზ პატა აცხადებს რომ ამ ჯგუფებში მყოფი პიროვნებებისთვისაც არსებობს ახალი მიდგომები და აცხადებს რომ „როგორც სხვა სიმსივნეების დროს, ასევე მსხვილი ნაწლავის კიბოს დროსაც გენეტიკური კონსულტაციებით შესაძლებელია პიროვნების რისკი განისაზღვროს და კველევის პროგრამები ამ მიმართულებით იქნეს დაგეგმილი. მხვილი ნაწლავის კიბოსთან დაკავშირებით აღწერილი 30-ზე მეტი გენი არსებობს. მათ შორის არსებული განსხვავებების მიხედვით დაყოფა სრულიად გენეტიკის სპეციალიზაციის მომთხოვნი პროცედურა გახლავთ. ეს მომსახურებები საზღვარგარეთ ფართოდ არის გავრცელებული, ჩვენს ქვეყანაში კი ეხლა იწყება მისი გამოყენება“.

ასოც. პროფ. ჯენგიზ პატა აცხადებს რომ გენეტიკურმა კონსულტაციებმა მსხვილი ნაწლავის კიბოს საკითხში სრულიად ახალი ფურცელი გადაშალეს და მიუთითებს რომ „მსხვილი ნაწლავის კიბოების დაახლოებით 1%-ის შემადგენელი „ლინჩის სინდრომი“ ამის ნათელი მაგალითია. პირველი ხარისხის ნათესავებს შორის ორი თაობის განმავლობაში 40 წელზე დაბალი ასაკის მსხვილი ნაწლავის კიბოს მოქნე ანდა მსგავსი რისკის მქონე პიროვნებები ყველაზე ახალგაზრდა შემთხვევიდან 10 წლით ადრე დაწყებით 2 წელიწადში ერთხელ კოლონოსკოპიით კვლევის აღრიცხვაზე აგვყავს. ამ შემთხვევებისთვის ახალი მიდგომები ესენია: პაციენტებში დაავადების გენს ვადგენთ და რისკის ჯგუფებში ამ გენების არსებობა არარსებობას ვიკვლევთ. გენის არ მქონე პიროვნებები კვლევის ჩვეულებრივ პროგრამაში აგვყავს. შესაბამისად, სასარგებლო იქნება უპირველეს ყოვლისა პირველი ხარისხის ნათესავებში მსხვილი ნაწლავის კიბოს მქონე პირთ ზრდასრულობიდან დაწყებული ასაკის შეზღუდვის გარეშე გენეტიკური კონსულტაციები მიეწოდოთ. ამ მხრივაც შევნს ქვეყანაში მნიშვნელოვანი სიახლეები ხდება“.

პროფ. ჯენგიზ პატა  ამბობს რომ გენეტიკური კონსულტაციების შემდეგ პიროვნებების, რომლებიც გენეტიკურ რისკ ჯგუფებს არ შეესაბამებიან, კვლევის პროგრამების გაძლიერება საწირო არ არის, საკითხთან დაკავშირებით კი ამ ინფორმაციებს გვაწვდის: „მაღალი რისკის ჯგუფებში კვლევების სიხშირეს 10 წლიდან 5 წლამდე ვამცირებთ. მაგრამ, მაგალითად, პიროვნების 30 წლის დას/ძმას ნაწლავის კიბოს დიაგნოზი თუ დაესვა, ამ პიროვნებისთვის 20 წლიდან მოყონებული ყოველ 10 წელიწადში ერთხელ კოლონოსკოპიის ჩატარება არის საჭირო. მაგრამ გენეტიკური კონსულტაციის შემდეგ კიბოს გენის დადგენა თუ არ მოხდება ნორმალური კვლევის პროგრამაში დაბრუნება ვერ ხერხდებ. ანუ კოლონოსკოპიის გადაღებას არა 20 წლის ასაკში, არამედ 45 წლის ასაკში იწყებენ.

დიაგნოსტირებაშიც არის სიახლეები

იედითეფეს უნივერსიტეტის საავადმყოფოს გასტროენტეროლოგიის სპეციალისტი ასოც. პროფ. ჯენგიზ პატა გვახსენებს რომ მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოსტირებისას გამოყენებული განავალში არსებული ფარული სისხლის ანალიზთან ერთად ამ საკითხშიც არსებობს სიახლეები, განავალში ცილების გაზომვაზე დაფუძნებული ტესტებიც ძალიან ახალია. ამბობს რომ აქედან გამომდინარე იგი ჯერ კიდევ ფართოდ არ გამოიყენება, მაგრამ მომავალ წლებში დიაგნოსტირებაში საკუთარ ადგილს დაიკავებს. დიაგნოსტირების მეთოდებში კიდევ ერთი სიახლე არის „ვიდეო კაფსუიანო კოლონოსკოპია“. მიუხედავად იმისა რომ სინამდვილეში რთული მეთოდი სულაც არ არის, ადამიანები მაინც არიდებენ თავს კოლონოსკოპიის ჩატარებას. ამ დროს კაფსულის კოლონოსკოპია უდიდეს სიმარტივეს უზრუნველყოფს. დაახლოებით ხმელი ლიობიოს მარცვლის ზომის, ორივე მხარეს კამერის მქონე კაფსულას პაციენტი გადაყლაპავს. კამერის მიერ ნაწლავებში მოძრაობისას მიღებული გამოსახულებები წელზე დამაგრებულ მობილური ტელეფონის ზომის მოწყობილობას გადაეცემა, პროცედურის დამთავრების შმედგომ კაფსულას აღარ დავეძებთ, მოწყობილობაში მიღებულ გამოსახულებებს ვიკვლევთ და პოლიპების განვითარების ანდა სხვა დაავადებების შემჩნევა მარტივი ხდება. ახალი თაობის კაფსულების დიაგნოსტირების მიმართ მგრძნობელობა დაახლოებით 90-95%-ია.“