Patient Stories & News

ფქოდ

ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციული დაავადება არის დაავადება, რომელიც მავნე ნაწილაკებისა და გაზების ხანგრძლივად ინჰალაციასთან დაკავშირებით ვითარდება, იგი შეუქცევადი და პროგრესირებადი შევიწროებითა და მიმოცვლის მიმდინარე ალვეოლების დაზიანებით წარმოიშობა, თავიდან აცილება და მკურნალობა კი შესაძლებელია. 

ფქოდ-ი წარმოადგენს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშიც და მთელს მსოფლიოშიც მოწინავე დაავადებაა და შემთხვევების სიხშირე დღითიდღე იზრდება. 37 ქვეყანაში ჩატარებულ BOLD-ის (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება) კვლევებით დადგინდა რომ ფქოდ-ის გამოვლენის მაჩვენებელი მამაკაცებში 11.8%, ქალებში კი 8.5%-ია. მთელს მსოფლიოში 3 მილიონმა ადამიანმა სიცოცხლე ფქოდ-ის გამო დაკარგა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 2030 წელს ფქოდ-ი სიკვდილიანობის მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე იქნება. სინამდვილეში კი ვარაუდობენ რომ ფქოდ-ის შემთხვევები არსებულ რიცხვებზე ბევრად მაღალია და პაციენტთა 70-90% არ არის დიაგნოსტირებული. ჩვენს ქვეყანაში კი 40 წელზე მეტი ასაკის ზრდასრულებში მაჩვენებეი დაახლოებით 20%-ია. ანუ ყველა 5 პიროვნებიდან ერთს ფქოდ-ი აქვს. თურქეთში სიკვდილიანობის 3-ე ყველაზე ხშირი შემთხვევების მქონე დაავადებაა და ყოველწლიურად დაახლოებით 30 ათასი ადამიანი ფქოდ-ის გამო იღუპება.

 

სიმპტომები და კლინიკური სურათი

 

სიმპტომები, რომელსაც ყველაზე ხშირად ვხვდებით არის ხველა, ნახველი, სუნთქვის გაძნელება, ხიხინი. დაავადების დასაწყის ეტაპზე ეს სიმპტომები შეიძლება ძალიან სუსტი იყოს ან საერთოდ არ გამოვლინდეს. ნახველი ხშირ შემთხვევაში დილით არის და ჭუჭყიანი თეთრი ფერისაა. ინფექციის პერიოდებში ფერი შესაძლოა გამუქდეს და  მოყვითალო-მომწვანო ფერი მიიღოს. სუნთქვის გაძნელება დასაწყის სტადიაზე დატვირთული ვარჯიშის დროს წარმოიშობა და შემდგომ ისე რთულდება რომ ყოველდღიურ ცხოვრებაზეც ახდენს ზემოქმედებას. განვითარებული სტადიის პაციენტები მას დახრჩობის მსგავსად ახასიათებენ. ფილტვების არასრული ფუნქციონირების გამო სისხლის ჟანგბადით გაჯერება და სისტემაში დაგროვებული ნახშირორჟანგის გამოყოფა მცირდება. ჟანგბადის შემცირების გამო თითის წვერებზე და ტუჩებზე სილურჯე შეინიშნება. სისხლში  CO2-ის ზრდასთან დაკავშირებით ძილიანობა, თავის ტკივილები შეიძლება იქნეს შემჩნეული. ფქოდ-ი არ არის მხოლოდ ფილტვის დაავადება. გულიდან დაწყებული ყველა სისტემაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. რადგანაც ქსოვილებისა და უჯრედებისთვის საჭირო ჟანგბადის უზრუნველყოფა ფილტვების მიერ ხორციელდება. შესაძლებელია განვითარდეს გულის უკმარისობა, ზონის კლება, ფილტვის თრომბოემბოლია (ფილტვებში თრომბის დახშობა) და დეპრესია.

 

ფქოდ-ის გამწვავება არის სუნთქვის გაძნელების, ხველისა და ნაღველის ჩივილების გაუარესება და დამატებითი მედიკამენტების საჭიროება. ინფექციური დაავადებები, თამბაქოს მოხმარება და ჰაერის დაბიძურება გამწვავებისთვის რისკ ფაქტორებს წარმოადგენს. გამწვავებები ფქოდ-ით სიკვდილიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია. ფქოდ-ის გამწვავებისას მკურნალობა ადრეულად უნდა იქნეს დაწყებული, თავიდან უნდა იქნეს აცილებული სუნთქვის უკმარისობის განვითარება.

 

 

 

რისკ ფაქტორები

 

სუნთქვის გაძნელების, ხველისა და ნახველის ამოღების ჩივილების მქონე და ფქოდ-ის რისკ ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ მყოფთა პირებში ეჭვი ფქოდ-ზე უნდა იქნეს მიტანილი და დიაგნოზი სპირომეტრიით უნდა დაზუსტდეს. ფქოდ-ის დიაგნოსტირებასა და შეფასებაში სპირომეტრია ოქროს სტანდარტს წარმოადგენს. მისი გამოყენება ხდება დაავადების სტადიის განსაზღვრაში და მკურნალობაზე პასუხის შეფასებისას.

 

მკურნალობის მეთოდები

 

მიუხედავად იმისა, რომ ფქოდ-ი არის პროგრესირებადი დაავადება, იგი ასევე არის პრევენციისა და მკურნალობის შესაძლებლობის მქონე დაავადება. მკურნალობის პირველი საფეხურია მოწევისთვის თავის დანებება. შემდეგ ჰაერის შეკავების შემცირების, გამწვავების თავიდან აცილებისა და სუნთქვის გაძნელების შეცირების მიზნით სასუნთქი გზებით მისაღები ბრონქების გამხსნელი მედიკამენტების გამოყენების დაწყება ხდება. მედიკამენტების შერჩევა ხდება პაციენტის თანმდევი დაავადებების, ასაკისა და მოხმარებული მედიკამენტების მიხედვით. ფქოდ-ის მკურნალობისას უნდა დარწმუნდეთ რომ გულის უკმარისობის, ჰიპერტენზიის, დიაბეტის მსგავსი თანმდევი დაავადებები კონტროლს არის დაქვემდებარებული. მკურნალობის დროს გამწვავების თავიდან აცილებისთვის შესაბამის და ეფექტურ მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად გამოყენებულ უნდა იქნეს ყოველწლიური გრიპის ვაქცინა, პნევმონიის ვაქცინა, სუნთქვის ფიზიოთერაპია.

 

პაციენტებში, რომელთა სისხლის გაზებშიც ჟანგბადის სიმცირე იქნა დადგენილი, განხორციელებულ უნდა იქნეს ხანგრძლივ პერიოდიანი ჟანგბადის თერაპია, პულმონარუი რეაბილიტაცია, არა-ინვაზიური მექანიკური ვენტილაცია (სუნთქვის აპარატები), ემფიზემის ოპერაცია და ბრონქოსკოპიური მკურნალობა.

 

გამოყენებული წყაროები

 

  1. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გლობალური ორგანიზაცია (Gold 2017), გლობალური სტრატეგია ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დიაგნოსტირების, მართვის და პრევენციისათვის.  ხელმისაწვდომი ფორმა: http://goldcopd.org.
  2. ამერიკის თორაკული საზოგადოება. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD)  მქონდე პაციენტების დიაგნოზირების და მოვლის სტანდარტები. Am J Respir Crit Care Med 1995; 152: s77-s120.3. 
  3. თურქეთის გულმკერდის საზოგადოების GOLD 2017 ანგარიშზე შეხედულება